Wizz Air-ი ესპანეთში ორ ბაზას მადრიდსა და ვალენსიაში გახსნის | კომპანია შიდა ავიარეისებს 2026 წლის ოქტომბრის ბოლოდან შეასრულებს
Wizz Air-ი ესპანეთში ორ ბაზას მადრიდსა და ვალენსიაში გახსნის და კომპანია შიდა ავიარეისებს შეასრულებს.
ახალი ბაზები ოპერირებას ვალენსიაში 2026 წლის 2 ნოემბრიდან, ხოლო მადრიდში 3 ნოემბრიდან დაიწყებს. ავიაკომპანიის განცხადებით, ეს პროექტი Wizz Air-ის მიერ ესპანეთში განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინვესტიციას წარმოადგენს.
ორივე აეროპორტში მუდმივად განთავსებული თვითმფრინავების დახმარებით, Wizz Air მგზავრებს შესთავაზებს გაფართოებულ მარშრუტების ქსელს, კიდევ უფრო მაღალ ოპერაციულ მდგრადობასა და ესპანეთის ბაზარზე შემდგომი ზრდისთვის მყარ საფუძველს.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში - World Travel Market მიიღებს მონაწილეობას
02.11.2026.09:39
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 3-5 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market (WTM) London მიიღებს მონაწილეობას.
ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიან შეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს ეროვნულ სტენდთან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნონ.
გამოფენის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალურ პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციისა და ტექნოლოგიების სფეროს, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების წარმომადგენლებთან.
დიდი ბრიტანეთიდან მოგზაურთა ინტერესი დინამიურად იზრდება. 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) გაერთიანებული სამეფოდან ვიზიტების რაოდენობა +18.2%-ითაა გაზრდილი.