Wizz Air-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Huawei AppGallery-ში
Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Huawei AppGallery-ში. WIZZ აპლიკაციის დახმარებით, სხვა საკითხებთან ერთად, შეგიძლიათ უფრო მარტივად იპოვოთ იაფი ფრენები, დაასკანეროთ საჭირო დოკუმენტები აეროპორტებში ან ისარგებლოთ ფასდაკლებით Booking.com-ზე.
Huawei AppGallery არის ოფიციალური აპლიკაციების ონლაინ მაღაზია სმარტფონებისა და ტაბლეტებისთვის. ონლაინ მაღაზია განკუთვნილია Huawei-ისა და Honor-ის მოწყობილობების მფლობელებისთვის და თავისი ფუნქციებით ჰგავს Google Play-სა და Apple App Store-ს.
Wizz Air-ის აპლიკაცია უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებს. ის პირველივე დღიდან ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS მოწყობილობებისთვის და დღეს მისი გადმოწერა Huawei AppGallery-დანაც შესაძლებელია.
მიუხედავად იმისა, გამოცდილი მოგზაური ხართ თუ თქვენს პირველ მოგზაურობას გეგმავთ, WIZZ აპლიკაცია გთავაზობთ მოგზაურობის მარტივად დაგეგმვას ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა ტარიფების ძიება, რაც გაგიმარტივებთ საუკეთესო შეთავაზებების პოვნას.
ჩამოტვირთეთ WIZZ აპლიკაცია დღესვე და დაიწყეთ მოგზაურობა კომფორტულად!
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.