Wizz Air-ის ავიაბილეთები 89 ლარიდან
Wizz Air-ის ავიაბილეთები 89 GEL-დან. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მორიგი აქცია დაანონსა, რომლის მიხედვითაც მოგზაურობა 31 იანვრის ჩათვლით უნდა დაიგეგმოს.
„აღნიშნეთ სანტა კლაუსის დღე სპეციალური ტარიფებით მხოლოდ 89 GEL-დან! იმგზავრეთ 2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით Wizz Air-ის შერჩეული რეისებით.
დაჯავშნეთ ახლავე და გახადეთ თქვენი სადღესასწაულო სეზონი კიდევ უფრო ჯადოსნური!“, აღნიშნულია Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.