მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Wizz Air-ის ბაზას საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს - ლევან მოსეშვილი

news image
mbc image
,,ავიაკომპანია Wizz Air დღეს საქართველოს საავიაციო ბაზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და ამ შედეგში ქუთაისის ბაზას თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს",– ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლის დაბადებისა და Wizz Air-ის ბაზის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
 
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის კარიბჭე, რომელიც იმერეთს მსოფლიოსთან აკავშირებს და რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სწორედ ამ განვითარების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, Wizz Air-ს", – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
 
მისი თქმით, ზუსტად 14 წლის წინ Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისი შეასრულა, ოთხი წლის შემდეგ კი, 2016 წელს, ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზა გაიხსნა.
 
„ეს უკვე მხოლოდ ახალი ავიამიმართულებების დამატება აღარ იყო. ეს იყო განვითარების ახალი ეტაპი როგორც აეროპორტისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. ბაზის გახსნამ ქუთაისში ავიაკომპანიის მუდმივი ოპერირების ახალი შესაძლებლობა შექმნა, რასაც თან მოჰყვა ახალი მიმართულებები, ფრენების სიხშირის ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაძლებლობები.
 
ერთი ბაზირებული საჰაერო ხომალდით დაწყებული ისტორია დღეს უკვე ოთხ ბაზირებულ საჰაერო ხომალდამდე მოვიდა. ამ ათი წლის განმავლობაში Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტის ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად იქცა. ამ თანამშრომლობის შედეგი მხოლოდ მგზავრთა რაოდენობასა და მიმართულებების ზრდაში არ ჩანს. ეს არის ადამიანებიც, რომლებმაც ავიაციის სექტორში მუშაობის შესაძლებლობა მიიღეს, ახალი პროფესიული გამოცდილება შეიძინეს და ამ ინდუსტრიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. 
 
ამიტომ, Wizz Air-ის ბაზის 10 წლის იუბილე ჩვენთვის მხოლოდ ავიაკომპანიისთვის მნიშვნელოვანი თარიღი არ არის. ეს არის ქუთაისის აეროპორტის განვითარების ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. და ამ პარტნიორობის მასშტაბს კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს", – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, Wizz Air ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარზე მგზავრთა რაოდენობის მიხედვით ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა