მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.2
0.0031
flag
AZN 1.5493
-0.0004
flag
CNY 38.905
0.0029
flag
EUR 3.0191
0.0119
flag
GBP 3.5568
0.0293
flag
KZT 55.87
0.0009
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6333
-0.0011
news banner

Wizz Air-ის მილიონობით მგზავრი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობა

news image
mbc image

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავიაკომპანია „Wizz Air“-ის მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს. „ესტუმრე ბათუმს და შეიგრძენი წამი“  ამ სა­თა­უ­რით სტა­ტია ავიაკომპანიის სა­ბორ­ტო ჟურ­ნა­ლის გაზა­ფხუ­ლის გა­მო­ცემაში და­ი­ბეჭ­და.   

„ბათუმი კონტრასტების ქალაქია - შავი ზღვის სანაპირო ზოლითა და კავკასიონის მთებით, მზითა და წვიმით, ისტორიითა და თანამედროვეობით, კულტურითა და თავგადასავლებით, რწმენებითა და ხედვებით, რიჟრაჟებითა და დაისებით. მოგზაურის აქაური მოგონებები ყოველთვის ღიმილით სავსეა, მოლოდინები კი გადაჭარბებული. ეწვიეთ ამ პატარა და მყუდრო ქალაქს და თავად გადაწყვიტეთ, ის ევროპის ფარული  მარგალიტია თუ ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი. სადაც არ უნდა წახვიდეთ, დაიჭირეთ მომენტი და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები,“ ნათქვამია სტატიაში.

ავიაკომპანია ,,Wizz Air“ ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. აჭარის პოპულარიზაცია ავიკომპანიის საბორტო ჟურნალების ზაფხული-შემოდგომის  ნომრებშიც იგეგმება. ჟურნალ ,,Wizz”-ის, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. ჟურნალი მკითხველს  უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ და  აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან. 

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა

16.07.2026.16:24

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს საავიაციო და ტურიზმის სექტორის საჯარო უწყებებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა უმსხვილესი ჩინური ავიაგადამყვანის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ უმნიშვნელოვანესი ბიძგი მისცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ასევე ეკონომიკური - მათ შორის საავიაციო სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ავიარეისების დამატებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ China Eastern Airlines-ის პირველი რეისი მაქსიმალური - 98%-იანი დატვირთულობით შესრულდა. აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია ავიაკომპანიის მომდევნო ფრენებზეც იკვეთება, რაც ახალი მიმართულებით მგზავრთა მხრიდან მაღალ ინტერესსა და მოთხოვნაზე მიუთითებს. ამასთან, როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შანხაი-თბილისის საჰაერო ხაზი წარმოადგენს ყველაზე შორი მანძილის რეგულარულ ფრენას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პირველ გრძელმაგისტრალურ ავიარეისს თავად China Eastern Airlines-ისთვის კავკასიის რეგიონში. მხარეთა შეფასებით, აღნიშნული ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

საქართველო-ჩინეთის საჰაერო მიმოსვლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, მხარეებმა შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე ოპერირების შემდგომი ზრდის შესაძლებლობები განიხილეს და შესაბამისი ორმხრივი ღონისძიებები დასახეს. აღინიშნა, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ დადგენილი ბაზარზე დაშვების მოქნილი პროცედურები, ასევე ქართული მხარის მიერ ტურისტების მოზიდვის მიზნით შეთავაზებული ხელშემწყობი აქტივობები საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების მყარ წინაპირობას ქმნის.

სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოისმინა ავიაკომპანიის სამომავლო გეგმებიც, რაც, საჰაერო ხომალდების ფლოტის ზრდასთან ერთად, საოპერაციო შესაძლებლობების გაძლიერებასა და ფრენების სიხშირის კიდევ უფრო გაზრდას ითვალისწინებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა