Wizz Air-ის წლის ბოლო ფასდაკლება - შერჩეულ რეისებზე დღეს 24%-მდე ფასდაკლებაა
ავიაკომპანია Wizz Air-ი მგზავრებს 2024 წლის ბოლო შეთავაზებას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ავიაბილეთებზე 24%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
„აღნიშნეთ წლის დასასრული შესანიშნავი ფასდაკლებით! ისარგებლეთ 24%-მდე ფასდაკლებით შერჩეულ რეისებზე. დაჯავშნეთ დღეს და იმოგზაურეთ 2025 წლის 15 აპრილამდე, რომ ისარგებლოთ ამ ექსკლუზიური შეთავაზებით.
მიუხედავად იმისა, გეგმავთ მოკლე დასვენებას თუ ხანგრძლივ მოგზაურობას, ახლა შესანიშნავი დროა თქვენი დასაგეგმად და თანხის დასაზოგად. არ გამოტოვოთ შეზღუდული დროით მოქმედი ეს ფასდაკლება — დაჯავშნეთ დღეს და გახადეთ თქვენი მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.