მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

Wizz Experiences – დაჯავშნეთ ტურები, მუზეუმის ბილეთები, ატრაქციონები და სხვადასხვა გასართობი აქტივობა აპლიკაციიდან

news image
mbc image

მგზავრებს უკვე შეუძლიათ შეუფერხებლად დაჯავშნონ ატრაქციონებისა და მუზეუმების ბილეთები, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ტურები, სპორტული აქტივობები, ღონისძიებები და თეატრალური წარმოდგენები Wizz Air-ის ვებსაიტისა და აპლიკაციის საშუალებით.

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია გლობალურად*, მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს. WIZZ Experiences შეიქმნა Coras-თან პარტნიორობით, რომელიც ერთადერთი API-ის მეშვეობით, საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების უმსხვილესი ონლაინ პროვაიდერია.

10 მილიონზე მეტი ბილეთი ახლა უკვე ხელმისაწვდომია Wizz Air-ის მომხმარებლებისთვის 65-ზე მეტ ქვეყანაში, 300 ქალაქში, 20 ენაზე. ფრენის საუკეთესო ფასის შერჩევის შემდეგ, მგზავრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ატრაქციონებისა და მუზეუმების ბილეთების დიდი არჩევანი, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ტურები, სპორტული საშვები, ღონისძიებები, ცოცხალი მუსიკა და თეატრალური წარმოდგენები მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით.

ყველა ბილეთი ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტზე და აპლიკაციაზე, მარტივი და შეუფერხებელი დაჯავშნის პროცესის მეშვეობით.

Wizz Air-ის სხვადასხვა მიმართულებაზე ყველაზე პოპულარული აქტივობებია:

ჯეიმს გუდვინი, Wizz Air-ის Ancillary Revenue-ის ხელმძღვანელი:

„მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს კიდევ ერთ დამატებით სერვისს, WIZZ Experiences-ს ვთავაზობთ. ამ ახალი სერვისის საშუალებით მომხმარებლებს ექნებათ წვდომა 10 მილიონზე მეტი ატრაქციონის ბილეთზე ერთ სივრცეში, მოქნილი და შეუფერხებელი დაჯავშნის სისტემთ. დამხმარე პროდუქტებისა და პარტნიორული სერვისების გამოყენებით, ჩვენს მგზავრებს შეუძლიათ Wizz Air-ის აპლიკაციით მთელი მოგზაურობის დაგეგმვა:  ფრენის ოპტიმალური დროისა და ფასის არჩევა, ბორტზე შოპინგი, ტრანსფერები, სასტუმროების და ამიერიდან უკვე სხვადასხვა  აქტივობის დაჯავშნაც. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი შეთავაზებების გამრავალფეროვნებას, რათა Wizz Air-მა  ნებისმიერი მოგზაურის საჭიროებებს უპასუხოს.”

მარკ მაკლაფლინი, Coras-ის აღმასრულებელი დირექტორი:

„Coras-ისა და Wizz Air-ის პარტნიორობით, მომხმარებლები შეძლებენ საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების შეძენას. პრემიერ ლიგის ფეხბურთის თამაშები, ცოცხალი კონცერტები და საკულტო ატრაქციონები  მოგზაურობისას მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ატარებს  მოგზაური დროს დანიშნულების ადგილზე.”

About Wizz Air

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 207 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 60.3 მილიონი მგზავრისთვის 2023 წელს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით.  კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATW-ის მიერ 2020 წელს, ხოლო ATA-ის მიერ 2019 და 2023 წლებში დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-ის მიერ 2022-2023 წლებში.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს

05.06.2026.19:36

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გასაზრდელად საქართველოს ეკონომიკისა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ლონდონის ცენტრალური მეტროს სადგურებში საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა.

ვიზუალური მასალა ლონდონის მეტროს მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურას, ქალაქებსა და სხვა საინტერესო ტურისტულ მიმართულებებს.

მარკეტინგული კამპანია დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა