მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.3
-0.0191
flag
AZN 1.5715
-0.0011
flag
CNY 39.397
0.0002
flag
EUR 3.1095
-0.0029
flag
GBP 3.5909
-0.0158
flag
KZT 55.64
-0.0092
flag
TRY 0.0582
-0.0003
flag
USD 2.6716
-0.0016
news banner

ზაფხულის პერიოდი იძლევა ეკონომიკურ ჭრილში ყველაზე დიდ შემოსავალს და ბიზნესი მას მზად ხვდება - ნატა კვაჭანტირაძე ბაზრების დივერსიფიკაციასა და სტრატეგიაზე

news image

ტურიზმი, როგორც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი სექტორი, 2026 წელს გარკვეული გამოწვევებით შეხვდა, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე. მისივე განცხადებით, ტურიზმის სექტორი შიდა და გარე ფაქტორებიდან მომდინარე გამოწვევების მიუხედავად, ზაფხულის სეზონს მომზადებული ხვდება. მისი თქმით, ბიზნესები უკვე აქტიურად ემზადებიან სეზონისთვის, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი მარკეტინგული ინიციატივებიც ადასტურებს, რომლებიც სექტორის წარმატებასა და აქტიურობას განსაზღვრავს.

„ტურიზმი არის მიმართულება, რომელიც მწვავედ რეაგირებს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებზე. მიუხედავად ამისა, ეს სექტორი ყოველთვის მაქსიმალურად მობილიზებულად უმკლავდება ყველა ტიპის გამოწვევას. მაგრამ მიუხედავად გარე ფაქტორებისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, მარტის მოვლენების ფონზე, სექტორი მაქსიმალურად ცდილობს, მომზადებული შეხვდეს ზაფხულის სეზონს. სწორედ ეს პერიოდი იძლევა ეკონომიკურ ჭრილში ყველაზე დიდ შემოსავალს. სეზონი სულ მალე შევა აქტიურ ფაზაში და ბიზნესი მას სრულიად მზად ხვდება. ამაზე მეტყველებს ყველა ის საერთაშორისო თუ ადგილობრივი მარკეტინგული ინიციატივა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებასა და აქტიურობას“, - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე გარკვეული ქვეყნებიდან შემცირებულია როგორც ფრენების სიხშირე, ისე ტურისტების ნაკადი, სექტორი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ბაზრიდან მეტი სტუმრის მოსაზიდად, მათ შორის როგორც ევროპული, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ ბაზრების დივერსიფიკაციაზე. ეს პროცესი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე ან მიმართულებაზე მიბმული ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ გარე ფაქტორების გამო გარკვეული ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები დღეს შემცირებულია, სწორედ დივერსიფიკაცია გვაძლევს ახალი შესაძლებლობების პოვნის შანსს. გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფრენების სიხშირეც და ტურისტების შემოდინების ტენდენციაც. სწორედ ამიტომ, დღეს შიდა რესურსებზე დაყრდნობით, სექტორი ცდილობს მოიზიდოს მეტი სტუმარი არა მხოლოდ ევროპიდან, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც. ამ სტრატეგიაზე მეტყველებს ის აქტიური მარკეტინგული კამპანიებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ძალისხმევა მალე კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს“, - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, რადგან ზაფხულის სეზონი მალე შევა აქტიურ ფაზაში, თითოეული ბიზნესი სრულად იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი სტუმრის მიღება და მაღალი ხარისხით მასპინძლობა შეძლოს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image კომბინირებული შეთავაზებები ბევრად მეტ ეფექტს იძლევა, ტურისტული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი - ნატა კვაჭანტირაძე

28.05.2026.10:40

საქართველოსთვის კულტურული ტურიზმი ყოველთვის იყო და რჩება უმთავრეს პრიორიტეტად, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებში მუდმივად პირველ ადგილს იკავებს, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, პანდემიის შემდეგ ტურისტების მოთხოვნები შეიცვალა და განსაკუთრებული აქცენტი გამოცდილებით ტურიზმზე კეთდება. 

„სტატისტიკურ მონაცემებში პირველ ადგილს მუდმივად იკავებს როგორც კულტურული, ისე სათავგადასავლო ტურიზმი. თუმცა, პანდემიამ გარკვეულწილად შეცვალა ტურისტების მოთხოვნები. შესაბამისად, დღეს ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ახალ მიმართულებაზე - არის გამოცდილებითი ტურიზმი. იგი გულისხმობს მოგზაურების პირდაპირ შემხებლობას ქვეყნის მოქალაქეებთან და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან. თავისთავად, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.

გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები ღვინისა და ეკოტურიზმის მიმართულებით, თუმცა ამ პროდუქტებს კიდევ უფრო მეტი გამრავალფეროვნება სჭირდება. ხშირად აღვნიშნავთ, რომ კომბინირებული შეთავაზებები ბევრად მეტ ეფექტს იძლევა. თუნდაც მაშინ, როცა კულტურულ ტურიზმზე ვსაუბრობთ, აუცილებელია სხვადასხვა მიმართულების კომბინაცია. ტურისტული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. ჩვენი მრავალფეროვნება, როგორც ბიომრავალფეროვნების, ისე კულტურისა და ისტორიის ჭრილში, შეთავაზებების ნაწილში ბევრად უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს სტუმრებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა