ზაფხულის სეზონზე დაცული ტერიტორია 60 000- ზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა - KASS LAND-ი
2023 წლის ზაფხულის სეზონი KASS LAND -ის საქმიანობაში ძალიან აქტიური იყო. როგორც Business Insider Georgia- ს KASS LAND - დან აცნობეს, სეზონის განმავლობაში 60 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა დაცულ ტერიტორიას.
უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორების თანაფარდობამ დაახლოებით 60%/40% შეადგინა.
„KASS DIAMOND RESORT-შიზაფხული საკმაოდ დატვირთული სეზონი იყო. დატვირთულობა გამოიხატებოდა როგორც დაცულ ტერიტორიაზე, ასევე ვილჰაუსების მიმართულებით. თუმცა დაცული ტერიტორია თავისი ექსტრემალური ატრაქციებით განსაკუთრებით იზიდავს ვიზიტორებს. 60 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, საიდანაც 60%- ს უცხოელები შეადგენდნენ, 40% ადგილობრივი ტურისტები იყვნენ“, - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება ზამთრის სეზონს, დაცული ტერიტორია ჩვეულებრივ იმუშავებს და ვიზიტორებს შეუძლიათ დაგეგმონ ზამთრის დღეების გატარება წალკის კანიონში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ ულამაზესი დათოვლილი პანორამული ხედებით გლინტვეინთან ერთად.
ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.