ზაფხულის სეზონზე სასტუმრო 90%-ით იყო დატვირთული - Step Inn
როგორც ჩვენი სასტუმრო, ასევე ყაზბეგის რეგიონი ზაფხულის სეზონზე ტურისტების ვიზიტების კუთხით, მაღალი დატვირთულობით გამოირჩეოდა, - ამბობს Business Insider Georgia-თან სასტუმრო Step Inn-ის დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი.
„ყაზბეგში ზაფხულის სეზონზე იყო ძალიან ბევრი ვიზიტორი. დაახლოებით 80-90%-ის დატვირთულობით მუშაობდნენ სასტუმროები და კოტეჯები. მაღალი იყო მოთხოვნა. გვსტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამ კუთხით სტატისტიკა არის შეცვლილი და უფრო მეტად გვსტუმრობდნენ აზიიდან და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვიზიტორები, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან“, - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.
მისი თქმით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა საამიროებიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან.
„ეს ქვეყნები იყვნენ მოწინავეები ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე“, - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.
მისი თქმით შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და წინასწარ ჯავშნებს აღარ აკეთებენ.
„ზამთრის სეზონისთვის ვემზადებით. ვცდილობთ მოთხილამურეებისთვის გავაკეთოთ შეთავაზებები. ზამთრის პერიოდში დაბალი სატარიფო შეთავაზება გვექნება და გვაქვს მოლოდინი, რომ სასტუმროს სერვისი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება“, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი.
ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში 2 მილიონი ევროს მოცულობის ევროპული ინვესტიციით (გერმანულ-პოლონური კაპიტალი) სასტუმრო Step Inn-ი 2023 წლის ივნისში გაიხსნა. სასტუმროსი 20 ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.