ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება
2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება. სპეციალურ ღონისძიებას გუდაური (ახალი გუდაური) უმასპინძლებს, სადაც 20 დეჯემბერს 12:00-დან 18:00-საათამდე უამრავი გასართობი აქტივობებია დაგეგმილი.
2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.
საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლები, 9 დეკემბრიდან, ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.