მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები | საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 33-ე დისკუსია გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 33-ე დისკუსია „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები” გაიმართა.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 33-ე დისკუსია „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები” გაიმართა.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე, სადაზღვევო კომპანია "არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.

ფორუმის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები, განვითარების ახალი შესაძლებლობები და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამომავლო პრიორიტეტები. დისკუსია შეეხო ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სადაზღვევო სექტორის განვითარების შესაძლებლობებს, ქვეყნის ეკონომიკაში მის როლს, ბაზრის ზრდის პოტენციალსა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მნიშვნელობას. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ჯანდაცვისა და დაზღვევის სექტორების მდგრადი განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკური ფორუმი ქვეყნის უმსხვილესი პლატფორმაა საჯარო-კერძო დიალოგისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი

პარტნიორები - Benefits • ბენეფიტსი, არდი • ARDI, Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა ვიდეო

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა