მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

5 რამ, რაც ბინის ყიდვისას უნდა გაითვალისწინო

news image
mbc image

გიზიარებთ ბლოგს:  ბინის შეძენა ცხოვრების ერთ-ერთი სასიხარულო, თუმცა ამავდროულად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. საოცნებო ბინაზე ალბათ ყველას გვიფიქრია და ძირითადი კრიტერიუმებიც ჩამოყალიბებული გვაქვს, თუმცა მომავალი საცხოვრებლის შეძენის პროცესი ხშირად იმაზე მეტ დაკვირვებას მოითხოვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ამ ბლოგში იმ 5 მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ გიამბობთ, რომლებიც ახალი ბინის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.

1. მდებარეობა

ახალი ბინის შერჩევისას, პირველ რიგში, საცხოვრებელი კომპლექსის ადგილმდებარეობას უნდა დავაკვირდეთ და ის გარემო შევისწავლოთ, სადაც დიდი დროის გატარება მოგვიწევს. ეს კი დამოკიდებულია როგორც ზოგად პრიორიტეტებზე, მაგალითად, სამსახურთან სიახლოვეზე, ასევე, სამომავლო ფაქტორებზეც. სკოლა, საბავშვო ბაღი, უნივერსიტეტი და სხვა დაწესებულებები ცხოვრების კონკრეტულ ეტაპებზე პრიორიტეტული ხდება, ამიტომ სასურველია, მომავალი ბინა ამ ყველაფერთან ახლოს მდებარეობდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ დრო ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, ბინის არჩევისას ყოველდღიური რუტინაც უნდა გავითვალისწინოთ. ქსელური მარკეტებში მისვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა თითქმის ყოველდღიურად გვიწევს, ამიტომ ბინის მდებარეობა ამ ორ აუცილებელ ფაქტორსაც უნდა ითვალისწინებდეს.

2. ბინის პროექტი

ის, თუ როგორ არის დაპროექტებული ბინა, სამომავლოდ ჩვენი ცხოვრების წესსაც აუცილებლად განსაზღვრავს. ეს კი დამოკიდებულია ოთახების განლაგებაზე, სივრცეების ზომებსა და მათ ათვისებაზე. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ბინა საკმაოდ დიდი ზომის, ნათელი და კომფორტული ჩანდეს, თუმცა სივრცის დიდი ნაწილი უფუნქციოდ იყოს დატოვებული. ან რეალურად პატარა ზომის ბინაში მაქსიმალურად ათვისებული სივრცე დიდ კომფორტს ქმნიდეს, ეს ყველაფერი კი სწორედ დაპროექტებაზეა დამოკიდებული.

ასე რომ, ბინის პროექტს პრიორიტეტები შენი რუტინის შესაბამისად უნდა მიანიჭო. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინო მარტო აპირებ ცხოვრებას თუ არა, რა დროის გატარება მოგიწევს სახლში და ყოველდღიურობაში რა არის შენთვის მნიშვნელოვანი.

3. გამწვანება და პარკინგი

ეკოლოგიურად სუფთა გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე და ზოგადად, ცხოვრებაზეც დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ პრიორიტეტების სიაში დაბინძურებული გარემოსგან თავის მაქსიმალურად არიდებაც უნდა შეიტანო განსაკუთრებით მაშინ, თუ ბინის ყიდვას დიდ ქალაქში აპირებ. სასურველია, ბინა გამწვანებულ ტერიტორიასთან მდებარეობდეს ან საკუთარი დიდი ეზო ჰქონდეს, სადაც გასეირნებას და განტვირთვას სასურველ დროს ყოველთვის შეძლებ.

რადგან სტაბილური საპარკინგე სივრცის არსებობა დიდ ქალაქებში ხშირად პრობლემურია, ბინის ყიდვისას ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინო, რათა სამომავლოდ პრობლემები არ შეგექმნას. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტში, მომავალ ბინას თავისი საპარკინგო სივრცეც უნდა ჰქონდეს.

4. შენი საჭიროებები და შესაძლებლობები

ახალ ბინაში გადასვლა ბევრ რამეს ცვლის, ამიტომ საჭიროა, შერჩევის პროცესში მაქსიმალურად პრაგმატულები ვიყოთ. მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ბინა შენს საჭიროებებს მოარგო, რაც ბინის ძიების დროსაც და საჭირო ფინანსებსაც დაგიზოგავს. მაგალითად, თუ შენს ოჯახს დიდი სამზარეულო არ სჭირდება ან საერთოდაც მარტო აპირებ ცხოვრებას, შენზე მაქსიმალურად მორგებული ბინის შეძენა უფრო რაციონალური გადაწყვეტილება იქნება, ვიდრე ისეთი ბინის არჩევა, რომელიც შენთვის ამ მომენტში არაპრაქტიკულია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია შენი ფინანსური შესაძლებლობები. ალბათ, დაახლოებით უკვე იცი, რამდენის გადახდას შეძლებ ან როგორია შენი საკრედიტო შესაძლებლობები, შესაბამისად, ახალი ბინაც სწორედ ამ ფარგლებში უნდა ეძებო.

5. ხელსაყრელი ფინანსური პირობები

ახალი წელი ახალ გადაწყვეტილებებს უკავშირდება ხოლმე, ამიტომ საქართველოს ბანკი შესაძლებლობას გაძლევს, დეველოპერული კომპანია „ფიგურების“ საცხოვრებელ კომპლექსში იანვრის ბოლომდე ბინა იპოთეკური სესხით 5%-იანი ფასდაკლებით შეიძინო. „ფიგურები“ ჯიქიას 46-ში ამჟამად მშენებარე პროექტია. 27-სართულიანი კომპლექსში, რომლის მშენებლობაც 2025 წლის ბოლოს დასრულდება, შენზე მორგებული ბინის პოვნა მრავალი მიზეზის გამო არ გაგიჭირდება.

ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე, „ფიგურები“ ჯიქიაზე ახლოსაა როგორც სკოლებთან, ქსელურ მარკეტებთან, აფთიაქებთან თუ ფიტნეს დარბაზთან, ასევე მეტროსთან და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. რაც შეეხება ეკოლოგიურ გარემოს, საცხოვრებელ კომპლექსთან ჯიქიას პარკი მდებარეობს. ამასთანავე, „ფიგურები“ ჯიქიაზე 3-დონიან საპარკინგე სივრცეს და 2000 კვ.მ გამწვანებულ ეზოს მოიცავს, რომელშიც ბავშვთა უსაფრთხო გასართობი ზონები, დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედანიც დაგხვდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდი გათვლილია პრაგმატულ ადამიანებზე, მთავარი მნიშვნელობა ფუნქციურობას ენიჭება. ეს კი გულისხმობს როგორც პირადი საცხოვრებლის, ასევე საზიარო სივრცეების მომხმარებლის საჭიროებებთან მორგებას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, კომპლექსში გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური მასალები, თბოიზოლაცია და ხმოიზოლაცია. კომპლექსი ასევე მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს, რომლის გამოყენებას ყველა მცხოვრებელს უსასყიდლოდ შეეძლება. ამ სივრცეში შეგიძლია დაბადების დღე გადაიხადო ან სხვა ღონისძიება დაგეგმო. გარდა ამისა, ცალკე იქნება გამოყოფილი საერთო სამუშაო სივრცე, საიდანაც ნებისმიერ დროს შეძლებ მუშაობას.

სწორედ ასეთია „ფიგურები“ ჯიქიაზე – სახლი, რომელიც მართლა გჭირდება და თავიდანვე რეალურ მოლოდინებს გიქმნის. რაც მთავარია, იანვრის ბოლომდე ბინის შეძენა საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით 5%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია. ამასთანავე, იანვრის ბოლომდე თუ ბინას ერთიანი გადახდით შეიძენ, 8%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ და მნიშვნელოვან თანხასაც დაზოგავ. კერძოდ, სტუდიოს ტიპის ბინაზე შეგიძლია 10000 ლარი დაზოგო, ერთსაძინებლიანზე 17000 ლარამდე, 2-საძინებლიანზე 20000 ლარი, 3-საძინებლიანზე 30 000 ლარი, ხოლო 4-საძინებლიანზე — 40000 ლარი.

ნომინალური ლარში 10.4%-დან, ეფექტური ლარში 12.12%-დან

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა