6 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოითხოვოთ საქართველოს ბანკის ტერმინალი ახლავე
ტერმინალი ბიზნესს შემოსავლების მიღების ეფექტიან ალტერნატივასთან ერთად გადახდების მართვას, გამარტივებულ მომსახურებასა და მაქსიმალურ კომფორტს უნდა სთავაზობდეს. საქართველოს ბანკის პოსტერმინალს, რომელიც ონლაინ ანგარიშსწორებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობას გაძლევთ, არაერთი უპირატესობა აქვს.
ბლოგში საქართველოს ბანკის ტერმინალის 6 მთავარ უპირატესობას გაგაცნობთ.
1. სამთვიანი საშეღავათო პერიოდი
იურიდიული პირი, რომელიც 3 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მოითხოვს სტანდარტული პირობების პირველ სტანდარტული ან/და ჭკვიანი პოს-ტერმინალის მომსახურებას, ისარგებლებს შეღავათით – აქციის ფარგლებში 3 თვე არ გადაიხდის ტერმინალის ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს.
2. ტერმინალზე გადახდა ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ტიპის ბარათით შეიძლება
საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალზე მომხმარებელს შეუძლია ისეთი ცნობილი ტიპის ბარათებით გადახდა, როგორებიცაა VISA, Mastercard, American Express, Diners Club Discovery, Union Pay, JCB და Georgian Card. გარდა ამისა, ტერმინალი ტრანზაქციებს იღებს საქართველოს ბანკის და სხვა ბანკების ციფრული ბარათებითაც, რომლებიც მიმაგრებულია Apple Pay-სა და Google Pay-ზე. მომხმარებლის მიერ საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას კომპანია ბაზარზე ტრანზაქციის ყველაზე დაბალი ტარიფით ისარგებლებს, ხოლო თქვენი მომხმარებლები საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას PLUS და MR ქულების დაგროვებას შეძლებენ, რომლებითაც მოგვიანებით ისევ თქვენს პროდუქციასა და/ან სერვისს შეიძენენ. პოსტერმინალი ორმხრივი კომფორტისა და სარგებლის იდეით შექმნილი პროდუქტია.
3. ტერმინალით გადახდილი თანხა მაშინვე აისახება
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალით გადახდილი თანხის ბიზნესანგარიშზე ასახვას ოპერაციის შესრულებიდან სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და ჩარიცხული თანხით სარგებლობა მომენტალურად შეგიძლიათ. თანაც ამ უპირატესობით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სამუშაო საათებში, ისე შაბათ-კვირას 24 საათის განმავლობაში.
4. ინოვაციური სერვისები
ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით საშუალებას გაძლევთ, ერთი მოწყობილობით დაბეჭდოთ ქვითარი როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებისას. კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ბანკის პოს-ტერმინალს ფლობენ, დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ გააქტიურონ ტერმინალის დამატებითი ფუნქციები, მათ შორის: სამადლობელი, პრეავტორიზაცია, ქულებით გადახდა, განვადებით გადახდა, თანხის დაბრუნება და ა.შ.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის პოსტერმინალის სალაროსთან ინტეგრირების ფუნქციით, რაც ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო ამარტივებს.
5. შეთავაზებები და მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობები
საქართველოს ბანკი პარტნიორ სავაჭრო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა ბარათით იხდიან გადახდების წამახალისებელ აქციებს მუდმივად სთავაზობს. აქციების შესახებაც ინფორმაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გავლით საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელებს ეგზავნებათ. მსგავსი შეთავაზებები სავაჭრო ობიექტებისთვის ტრანზაქციების მოცულობისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობაა.
6. ტერმინალის შეკვეთა და გააქტიურება სწრაფი და მარტივი პროცესით
თქვენი პირველი პოს-ტერმინალის მოთხოვნა ბიზნეს მენეჯერიდან შეგიძლიათ. ამის შემდეგ ტერმინალით სარგებლობას და გადახდების მიღებას მომსახურების აქტივაციიდან უმოკლეს დროში შეძლებთ. გარდა ამისა, პარტნიორი კომპანიებისთვის, რომლებიც ტერმინალით სარგებლობენ, ფუნქციონირებს საქართველოს ბანკის სპეციალური ცხელი ხაზი (0 32 2 444 401), რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს გაგიწევთ ტექნიკურ მხარდაჭერას. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველთვის პერსონალური მენეჯერი შეეცდება თქვენს დახმარებას.
საქართველოს ბანკის პოსტერმინალის უპირატესობები მრავალფეროვანია: ხარჯების დაზოგვა, გაყიდვების ზრდა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, გამარტივებული მომსახურება და ა.შ. ტერმინალების ტიპების და დეტალური პირობების ნახვას შეძლებთ ბმულზე.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.