6 საინტერესო ფაქტი ფორმულა 1-ის შესახებ, რომელიც მის გულშემატკივრად გაქცევთ
გიზიარებთ ბლოგს: სისწრაფე, ადრენალინი და დაუვიწყარი სანახაობა — ფორმულა 1 ავტორბოლის ყველაზე პრესტიჟული სპორტია, რომელიც მსოფლიოს უამრავ ქვეყანასა და მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს. გამარჯვების მოსაპოვებლად პილოტები და გუნდები ყოველწლიურად დაუღალავად შრომობენ და რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს. ამ საუცხოო სანახაობას კი ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტი ადამიანი ადევნებს თვალს.
ფორმულა 1-ის პოპულარულობა თანდათანობით საქართველოშიც იზრდება. ამ სტატიაში 6 საინტერესო ფაქტს გაგიზიარებთ, რომელიც ფორმულა 1-ის გულშემატკივრად გაქცევთ:
სიტყვა “ფორმულა” იმ წესების ერთობლიობას გულისხმობს, რომელიც ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას. ეს წესები ეხება ბოლიდის დიზაინს, ძრავის ზომას და ნებისმიერ სხვა დეტალს, რომელთა ერთიანობაც ფორმულა 1-ს ქმნის. სახელწოდებაში ციფრი “1” კი პირველობასა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
მიუხედავად იმისა, რომ რბოლები მე-19 საუკუნეშიც იმართებოდა, ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატი 1950 წლის 13 მაისს, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა. პირველი სპორტსმენი კი, ვინც ფორმულა 1-ის გრან პრი მოიგო, იტალიელი ავტომრბოლელი ჯუზეპე ფარინა გახდა.
ფორმულა 1 უამრავ წარმატებულ მრბოლელს აერთიანებს, რომლებმაც სპორტში სახელი სხვადასხვა დამსახურებითა თუ გამარჯვებით დაიმკვიდრეს. ბოლო მონაცემებით, ჩემპიონის ტიტულების ოდენობით ლუის ჰემილტონი და მიხაელ შუმახერი ლიდერობენ. ორივე მათგანი მსოფლიო ჩემპიონი შვიდჯერ გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუის ჰემილტონი მოგებული რბოლების რაოდენობით მსოფლიოში პირველია.
2024 წელს რეკორდული რაოდენობის — ჯამში 24 რბოლა გაიმართება. წლის პირველი რბოლა თებერვლის ბოლოს ბაჰრეინში დაიწყო, ბოლო გრან პრი კი დეკემბერში აბუ-დაბიში ჩატარდება.
2011 წელს კანადაში გამართული რბოლა ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და 4 საათი, 4 წუთი და 39 წამი გაგრძელდა. ფორმულა 1-ის რბოლის ხანგრძლივობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვეულებრივ, დაახლოებით 2 საათს გრძელდება ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ ფორმულა 1-ის რბოლის ნახვას ონლაინაც მოახერხებთ, რბოლაზე პირადად დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება, რომლის მიღებაც SOLO-სთან ერთად შეგიძლიათ.
SOLO მომხმარებლებს მილანის 5-დღიან ტურს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, იტალიის ულამაზესი ქალაქის დათვალიერებასთან ერთად, გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ Monza Formula 1-ის თავისუფალ პრაქტიკას, კვალიფიკაციას და უშუალოდ რბოლას
SOLO-ს ექკლუზიური ტური 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ტური ავიაბილეთს, ბარგს, გრან პრიზე დასასწრებ ბილეთებს, სასტუმროს, დაზღვევასა და სხვა ხარჯებს მოიცავს. ტურის დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ პირად ბანკირს დაუკავშირდეთ ან მოგვწერეთ მეილზე – hobby@solo.ge
იმოგზაურეთ ფორმულა 1-ის საოცარ სამყაროში SOLO-სთან ერთად.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.