მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

Ზარაფხანას საიუველირო სახლის კიდევ ერთი გამორჩეული ნაკეთობა - მინანქრის კომპოზიცია ანბანი

news image
mbc image

Ზარაფხანას საიუველირო სახლის კიდევ ერთი გამორჩეული ნაკეთობა - მინანქრის კომპოზიცია ანბანი.

თითბერში შესრულებულ, მოოქროვილ კომპოზიციაში 33-ვე ასო ისეთივე უნიკალურია, როგორიც ქართული დამწერლობა. Ჩვეული კრეატიული ხედვით, „ზარაფხანას“ გუნდმა ღირსეულად წარმოაჩინა ქართული მემკვიდრეობა.

ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო - ჯერ კიდევ მაშინ, როცა მაღაზიები არც კი არსებობდა. ეს მრავალსაუკუნოვანი ქართული საიუველირო ტრადიციებია, რომელიც სათავეს წინა ისტორიულ პერიოდში იღებს, მოგვიანებით საპატიო ადგილს მუზეუმებში პოულობს, დღეს კი უკვე მისი გაცოცხლებისა და განახლების სამსახურში საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ დგას.

„ზარაფხანას” ისტორია 1939 წელს იწყება, მაშინ, როცა თბილისის კოლორიტულ უბანში, შარდენისა და ვერცხლის ქუჩებზე განლაგებული პატარ-პატარა საიუველირო სახელოსნოების ენთუზიასტი ოქრომჭედლები ერთიანდებიან და იქვე, ლესელიძის ქუჩაზე „თბილისის საიუველირო ფაბრიკას” აარსებენ. საწარმო რამდენჯერმე იცვლის ადგილმდებარეობას და სახელს, მათ შორის, ერთი პერიოდი, „ეროვნული ზარაფხანაც” კი ჰქვია. სახელთა ცვლილების მიუხედავად, რეგიონის მასშტაბით ის თავის საქმეში სულ მოწინავეა.

2005 წელს საწარმო კერძო საკუთრება ხდება და ძველ სახელსაც - ”ზარაფხანას” - იბრუნებს, მაგრამ ძირითად პრიორიტეტად იგივე რჩება: საიუველირო მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება.

ბევრ სხვა რამესთან ერთად კონკურენტთაგან „ზარაფხანას” სწორედ ეს გამოარჩევს: ის, ბუნებრივი და ძვირფასი, ასევე, არაძვირფასი ქვების გამოყენებით თავის ოქროს, ვერცხლისა თუ თითბერის ნაკეთობებს საუკეთესო საოქრომჭედლო ტრადიციებზე დაყრდნობით ქმნის.

ამ ტრადიციების ნაყოფიერად გამოყენებისა და ისტორიული საგანძურის ერთგულების მიუხედავად „ზარაფხანა” თანამედროვეობას არასდროს ჩამორჩება. ეს ეხება საიუველირო საქმის ორივე კომპონენტს: როგორც დამზადების ტექნოლოგიას, ისე ნაკეთობების დიზაინს.

კომპანია მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიების განახლებაზე, უახლესი დაზგა-დანადგარებითაა აღჭურვილი და ყოველი ახალი ნაკეთობა, ვიდრე მომხმარებლამდე მიაღწევს, ხარისხის საექსპერტო შემოწმებას გადის.

გარდა ამისა, „ზარაფხანა” გულდასმით სწავლობს მომხარებლის ინტერესებსა და სურვილებს, ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებსა და მოდის ტენდენციებს და შედეგად ეროვნულ ელემენტებთან დახვეწილად შეჯერებულ თანამედროვე სამკაულს ქმნის.

თავის მხრივ, ცალკე ისტორია აქვს „ზარაფხანას” ყოველი ახალი ნაკეთობის შექმნასაც. აქ უამრავი ადამიანია ჩართული: მხატვარი, რომელმაც თავისი ხედვა ადამიანის სხეულსა თუ გემოვნებას უნდა მოარგოს; იუველირები, რომელთაგან ბევრს მუშაობის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს; ექსპერტები, რომლებიც ხარისხისა და სინჯის უტყუარობას ამოწმებენ; სამხატვრო საბჭო, რომელიც კოლექციის გამოშვებამდე ყოველ ახალ ნიმუშს ყურადღებით შეისწავლის.

„ზარაფხანაში” 130-ზე მეტი თანამშრომელია, აქ ყველა რგოლი - ოქრომჭედლიდან დირექტორამდე - ხარისხისა და დიზაინის დახვეწაზე ერთობლივად ზრუნავს, რომ საბოლოოდ ხარისხიანი ნედლეულისა და ულამაზესი ფორმების შერწყმით სრულყოფილმა შედეგმა მომხმარებლამდე მიაღწიოს.                                    

მომხმარებელს კი საშუალება ეძლევა, „ზარაფხანას” პროდუქტი კომპანიის მაღაზიებში უკვე პირადად შეაფასოს. აქ, რთულია ყველამ მისთვის სასურველი ნაკეთობა არ აღმოაჩინოს, მით უფრო, რომ „ზარაფხანას” მაღაზიებში მომხმარებელთა დასახმარებლად კეთილგანწყობილი, გამოცდილი ასისტენტები მუდამ მზად არიან. აქ ნახავთ საქორწინო ხაზს, საეკლესიო ხაზს, საქართველოს არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნ სიძველეებზე დაყრდნობით შექმნილ სამკაულსა და სუვენირებსაც. ნახავთ საქართველოს კუთხეების, ძველი თბილისის მოტივებზე შექმნილ სუვენირებს, დიზაინერულ ნაკეთობებსა და თანამედროვე სამკაულს.

ეს ყველაფერი „ზარაფხანას” ლიდერის პოზიციაში აყენებს. ის მომხმარებელში მოპოვებულ ნდობას განსაკუთრებით უფრთხილდება და თავის ისტორიას წარმატებით აგრძელებს.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა