Bakuriani Inn-ის საახალწლო შეთავაზებები მომხმარებლებს
საახალწლო თავგადასავლების მოყვარულებისთვის ,,ბაკურიანი ინნ" გამორჩეული ადგილია, სადაც მაღალი დონის გასართობი ღონისძიებები და სიურპრიზები ელით. სასტუმროს მთელი გუნდი დაუღალავად მუშაობს, რომ სტუმრებმა კომფორტულ პირობებში შეძლონ დროსტარება და გართობა, დაუვიწყარი ემოციით აივსონ და ახალი წელი ახლობლების გარემოცვაში გაატარონ, ,,ბაკურიანი ინნ" - თან ერთად.
როგორც ,,ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, სასტუმროს საახალწლო პროგრამა გათვალისწინებულია ყველა ასაკის მსურველისთვის - როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
,,რეგიონის მასშტაბით გამორჩეულ და გრანდიოზულ ღონისძიებას ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს. ჯავშნების დიდი ნაწილი უკვე მიღებული გვაქვს. საღამოზე ანსამბლი „შავნაბადა“ ქართულ ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს შეასრულებს სოლისტთან ერთად. ღონისძიებას მსახიობი კახა მიქიაშვილი წარუძღვება. ხოლო დილამდე სტუმრებისთვის განწყობის შექმნაზე დიჯეი ზუქეი იზრუნებს. სტუმრებს ელოდებათ გათამაშებები და სხვადასხვა სიურპრიზი. პროგრამა გათვალისწინებული იქნება როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის", - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.
გარდა ამისა, ,,ბაკურიანი ინნ"-ის დამსვენებლებს ზამთრის მთელი სეზონის განმავლობაში საინტერესო ღონისძიებები ელოდებათ.
როგორც ცნობილია, ზამთრის სასრიალო სეზონზე ბაკურიანი მსოფლიო თასის შეჯიბრებს მასპინძლობს სკი ქროსის დისციპლინაში.
„გვსურს, კარგი სერვისი დავახვედროთ სტუმრებს და რეგიონში მოგზაურობის, დასვენებისა და სპორტული ღონისძიებების პერიოდში მაქსიმალურად მიმზიდველიმ პირობები შევუქმნათ. კომფორტი და ხარტისხი ჩვენი სასტუმროს განუყრელი ნაწილია. იქიდან გამომდინარე, რომ „ბაკურიანი ინნი“ უფრო მეტად საოჯახო სეგმენტზეა გათვლილი, ვმუშაობთ, რომ სეზონზე შიდა სივრცეებში მეტი გასართობი დავახვედროთ ბავშვებსაც. ვგეგმავთ გასართობ პროგრამებს ანიმატორებთან ერთად", - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.
„ბაკურიანი ინნ“ რეგიონში გამორჩეული ადგილია მთისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. კურორტი თბილისიდან 2 საათნახევრის მანძილზე მდებარეობს. სასტუმრო 153 ინდივიდუალური ნომრისგან და რამდენიმე საკონფერენციო სივრცისგან შედგება. კურორტი დამსვენებლებს ტურისტულ სერვისებს რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს.
ლოკაცია ერთნაირად სასურველი სივრცეა ზამთრის ოლიმპიური სახეობების, ზაფხულის ექსტრემალური სამთო სპორტის მოყვარულთათვის, ასევე მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად დასვენების მსურველთათვის. სასტუმროში შექმნილია უსაფრთხო გარემო.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.