მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Cisco Systems Inc. (CSCO) -ს აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა

news image
mbc image

გიზიარებთ ბლოგს: Cisco Systems Inc. (CSCO) - კომპიუტერული ქსელის აღჭურვილობის უმსხვილესი მწარმოებელი, მიმდინარე კვარტალში შეკვეთების ზრდის ფონზე, უფრო მაღალ შემოსავალს ელის. თუმცა, პარალელურად კომპანიამ სამუშაო ადგილების შემცირება, როგორც სტრატეგიის ცვლილების ნაწილი, დაანონსა. 


როგორც ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ითქვა, ფისკალური პირველი კვარტლისთვის, Cisco Systems Inc. (CSCO) $13,65-დან $13,85 მილიარდამდე ოდენობის გაყიდვებს პროგნოზირებს. მოლოდინი კი ანალიტიკოსების შეფასებას აღემატება.


პოზიტიური პერსპექტივა იმაზე მიუთითებს, რომ Cisco Systems Inc. (CSCO)-ს თავისი ბიზნესის ფორმირებისთვის გარკვეული მოქნილობა აქვს. აღმასრულებელი დირექტორის, ჩაკ რობინსის ხელმძღვანელობით, 40 წლის ისტორიის მქონე კომპანია ქსელური სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლად გარდაიქმნება და ჩამოშორდება მხოლოდ ტექნიკის გაყიდვებზე ორიენტირებას.


განცხადების გაკეთების შემდგომ, Cisco Systems Inc. (CSCO)-ს აქციების ფასი, რომლებიც წელს 10%-ით დაეცა, 4%-ით გაიზარდა.  


ამჟამად არ კონკრეტდება, რა ოდენობის სამუშაო ადგილი შემცირდება. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაო ადგილების შემცირება Cisco Systems Inc. (CSCO)-ს პრიორიტეტების ხელახლა გადალაგებასა და და თანხების დაზოგვაში დაეხმარება. კომპანია ასევე Splunk Inc.-ის ინტეგრაციას ახორციელებს, რომელიც მან წლის დასაწყისში შეიძინა.


ახლა Cisco Systems Inc. (CSCO) ცდილობს, ინვესტორები დაარწმუნოს, რომ მისი ახალი პროდუქტები და სერვისები სწორად გათვლილი ნაბიჯია. თუმცა, ტექნიკის მწარმოებლებისგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად Nvidia Corp., Cisco Systems Inc. (CSCO)-მ ჯერ ვერ შეძლო მილიარდობით შემოსავლის გამომუშავება.


მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი მეოთხე კვარტალში 10%-ით შემცირდა ($13,6 მილიარდამდე), მან მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს ($13,53 მილიარდს). მოგებამ თითო აქციაზე კი 87 ცენტი შეადგინა, რაც ოდნავ აღემატება უოლ სტრიტის 85 ცენტის მოლოდინს.


Cisco Systems Inc. (CSCO)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.


*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა