მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

COKE STUDIO გლობალურ მუსიკალურ პლატფორმას საქართველო წელს პირველად შეუერთდება

news image
mbc image

COKE STUDIO არის გლობალური მუსიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველაზე ცნობილდა წარმატებულ შემსრულებლებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებიც ქმნიან მუსიკალურ კოლაბორაციებს მსოფლიოს მასშტაბით.

 

COKE STUDIO წარმოიშვა ბრაზილიაში 2007 წელს, როგორც მუსიკალური პროექტი, რომლის მიზანი იყო ორი ბრაზილიელი შემსრულებლის განსხვავებული მუსიკალური სტილის შერწყმა. ეს კონცეფცია მოგვიანებით სამოქმედო სტრატეგიად მიიღო Coca-Cola Company-ს მარკეტინგის დეპარტამენტმა.შოუმ სწრაფად მოიპოვა დიდი მოწონება მაყურებლებში.

 

საქართველო წელს პირველად შეუერთდება ამ გლობალურ პროექტს, ქართველი შემსრულებლების ნამუშევრები განთავსდა  Coke Studio-ს ოფიციალურ Youtube არხზე რისი საშუალებითაც ისინი ამ უნიკალური და უზარმაზარი მუსიკალური ჰაბის ნაწილი გახდნენ. პროექტი საშუალებას აძლევს  ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს, თავიანთი მუსიკა გააცნონ მსმენელებს მთელს მსოფლიოში, დაეხმარება მათ მუსიკალური კოლაბორაციის გზით კომუნიკაცია განახორციელონ ახალ მუსიკალურ კულტურებთან, ითანამშრომლონ სხვა ქვეყნების მუსიკოსებთან, მოიზიდონ მსმენელთა ახალი აუდიტორია, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისათვის.

 

COKE STUDIO-ს ფარგლებში მონაწილეობა მიღებული აქვთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: Sam Smith, Jon Batiste, Imagine Dragons, Tems, Ari Lennox, Tesher და სხვა.

 

ქართულ პროექტში მონაწილეობას იღებენ როგორც უკვე ძალიან ცნობილი და პოპულარული, ასევე დამწყები ქართული ბენდები, რომლებიც ჟანრობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება. კოკა კოლა აძლევს ახალგაზრდა შემსრულებელს კიდევ ერთ შესაძლებლობას გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და  გააცნონ საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებას.

 

Coke Studios მონაწილეები საქართველოში:

  • ბენდი „რეზო და ბავშვები“ და ნინი ბადურაშვილი
  • ბენდი „ოჩოს ქოხი“, ქუთაისის ხალხური ანსამბლი და ახალგაზრდა ქართველი რეპერი თათული ჩიხლაძე
  • ბენდი „ძაბვა“ და ელექტრონული მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი ალექსანდრე სანიკიძე
  • ბენდი The Generations და ნინა სუბლატი
  • ანანო სიხარულიძე და კლასიკური მუსიკის სიმებიანი კვარტეტი - Just Quartet

 

გადაღებები უკვე დასრულებულია და მსმენელს მათი ერთობლივი ნამუშევრების ხილვა Coke Studio გლობალის Youtube არხზე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ COKE STUDIO-ს მიზანია მხარი დაუჭიროს ნიჭიერი მუსიკოსების განვითარებას მუსიკალურ ინდუსტრიაში და ასევე დააკავშიროს ისინი ახალ აუდიტორიასა და მუსიკასთან, რაც სამომავლოდ საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასაც გულისხმობს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა