ECOFLOW-ს ინოვაციური პროდუქტები ექსტრაზეა
გიზიარებთ ბლოგს: გსმენია EcoFlow-ს და მისი ინოვაციური პროდუქტების შესახებ?
ეს არის ბრენდი, რომლმაც ეკო-პროდუქტების შექმნით მოახერხა გარემოსთან ჰარმონიული თანაარსებობა.
მსოფლიოში, სადაც მდგრადობასა და უსაფრთხო მომავალზე ზრუნვა გადაუდებელი აუცილებლობაა, EcoFlow აწარმოებს სახლის სრულ ეკოსისტემას, მათ შორის პორტატულ ელექტროსადგურებს და მზის პანელებს.
ინოვაციური მოწყობილობები დამოუკიდებლად, სარეზერვო ელექტროენერგიით მოამარაგებენ შენს სახლს რამდენიმე დღის განმავლობაში.

პორტატული ელექტროსადგურის დახმარებით, ყოველთვის მზად იქნები ახალი თავგადასავლებისთვის.
სადაც უნდა იმყოფებოდე, ელექტროსადგურით, სულ რაღაც 1 საათში, დამუხტავ ტელეფონს თუ სხვა ელექტრო მოწყობილობას 80%-მდე, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ელექტრომობილებსაც.
ლითიუმ-იონური ელემენტი იტენება დენზე, მანქანაში და მზის ენერგიაზე.
პორტატული ელექტროსადგურების ხაზი მოიცავს ორ სერიას როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის და აქვს მრავალფეროვანი პორტების მხარდაჭერა:
ეკოლოგიურად სუფთა და მძლავრი ტექნოლოგია კონკურენციას უწევს ტრადიციულ, ხმაურიან გენერატორს, რომელიც წიაღისეულ საწვავს მოიხმარს.
EcoFlow-ს პორტატული მზის პანელი შეგიძლია თან წაიღო ლაშქრობებსა თუ მოგზაურობაში. ის აგროვებს მზის სხივებს მთელი დღის განმავლობაში და გამოიმუშავებს ენერგიას, რომელსაც გამოიყენებ მომენტალურად, ან მზის ჩასვლის შემდეგ.
მზის პანელი იდეალურად მუშაობს ნებისმიერ ამინდში.
ექსტრაზე EcoFlow-ს ინოვაციური პროდუქტების დიდი მრავალფეროვნება და ექსკლუზიური ფასები გელოდება.
თუ მოწინავე ტექნოლოგიებიც გიზიდავს და ეკოლოგიურ მდგრადობაზე ზრუნვა შენთვისაც პრიორიტეტია, მაშინ შეარჩიე შენთვის საინტერესო ეკო-პროდუქტები ექსტრას ვებგვერდსა და აპლიკაციაში.
არ დაგავიწყდეს, ექსტრაზე ყიდვა შეგიძლია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე 5 ბანკის უპროცენტო განვადებით ან ნაწილ-ნაწილ გადახდით.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.