მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

FARM TALKS | 19 სექტემბერი

news image
mbc image
Farm Talk-ის შემოდგომის სეზონის თემა: 
 
“თანამედროვე კორპორატიული სამყაროს ეკოსისტემა”
 
19 სექტემბერს კორპორატიული სამყაროს წარმომადგენლებს ვიწვევთ კიკეთის ფერმაში – ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და შთამაგონებელ გარემოში, სადაც ვისაუბრებთ კორპორატიულ გამოწვევებზე, მენტალურ კეთილდღეობაზე, ლიდერობაზე, ინოვაციებზე და იმ ცვლილებებზე, რაც თანამედროვე სამუშაო კულტურას სჭირდება.
Peoples’ აკადემია და მულტიფუნქციური სივრცე კიკეთის ფერმა ერთობლივად ქმნიან პლატფორმას გამოცდილებების გასაზიარებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად – გარემოში, სადაც ბუნება და ადამიანი ჰარმონიაშია ერთმანეთთან. 
 
სესიებსა და პანელურ დისკუსიებს გაუძღვებიან ბიზნესლიდერები, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და ტრანსფორმაციისა და ადამიანის განვითარებაზე ორიენტირებული სპიკერები. დისკუსიები საინტერესო იქნება როგორც ტოპ-მენეჯერებისთვისა და HR პროფესიონალებისთვის, ისე ახალგაზრდა თაობისთვის, ვინც პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული.
 
პროგრამა
 
14:00 – 14:50 | რეგისტრაცია და მიღება 
15:00 – 16:50
 
- ფერმის ტური
- გასეირნება საცხენოსნო მოედანზე
- ვორქშოფი: ჭილოფის ქუდის გაფორმება
 
17:00 – 18:00 | სესია 1: მენტალური ჯანმრთელობა
თემა: ნიღაბი გადარჩენისთვის; ვინ ვარ სინამდვილეში?
 
სპიკერები: 
 
ნუგზარ ძიძიგური, პერსონალური განვითარებისა და ტრანსფორმაციული პროცესების კონსულტანტი და ინსტრუქტორი 
თემა: “წარმატება, შინაგანი თვითრეალიზება”
სალომე კასრაძე, განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრი, სალომე კასრაძის პოდკასტის ავტორი
თემა: “განწყობის ფსიქოლოგიის გამოყენება შრომითა და ცხოვრებით კმაყოფილებისთვის”
18:00 – 19:00 | სესია 2: The Flow Culture 
პანელური დისკუსია: როლებს მიღმა
პანელის მენტორი: ლიკა ნოზაძე, მენეჯმენტ კონსულტანტი ტრანზაქციური ანალიზის, პოზიტიური ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის მიმართულებით
 
სპიკერები:
 
ხათუნა ტუღუში, Adjara Group, People & Culture Director
დეა ჩხაიძე, Creative Leadership Hub, დამფუძნებელი და CEO, ლიდერობისა და კულტურის კონსულტანტი, PCC ლიდერობის ქოუჩი
სალომე ფანცალაშვილი, ICI Paris, ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნიკოლოზ შეყილაძე, GULF Georgia, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ერეკლე კოკაია, Inn Group Hotels, CEO
გივი გვეტაძე, Wendy's, Dunkin’ & Subway Georgia, CEO 
 
19:00 – 19:15 | ყავის შესვენება და თავისუფალი დრო ფერმაში
19:15 – 20:00 | სესია 3: ადამიანი და ტექნოლოგია
 
სპიკერები:
 
იაკო ჯიქია, Helio AI, თანადამფუძნებელი და CEO
თემა: "მე, ბებია, ილიკო და AI"
ნინუცა ნანიტაშვილი, ტექნოლოგიების ევანგელისტი
თემა: “ინოვაცია: მიზანი თუ საშუალება?”
 
20:00 – 21:00 | სესია 4: Gen Z - იდენტობა და მიზანი
პანელური დისკუსია: Gen Z – WORKSETTERS
პანელის მენტორი: ლიკა ნოზაძე
 
მარიამ ხუროძე, სტუდენტი, TEDx სპიკერი, ევროპული სკოლის, ეკონომიკისა და ფინანსების ასოციაციის პრეზიდენტი
ანანო კოკაია, Gudauri Inn-ის დირექტორი
ნათია კურტანიძე, FLUTTER INTERNATIONAL, აღმასრულებელი ასისტენტი
 
ღონისძიების შეჯამება 

ნინო მესხიშვილი, Adjara Group, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი 
21:00 | “Farm to table” ვახშამი, მუსიკა და კოცონი 
ლოკაცია: კიკეთის ფერმა, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28 
 
მონაწილეობის ღირებულება: 250 ლარი
Early Bird: 200 ლარი
ბილეთები: http://tkt.ge/FarmTalks
 
მხარდამჭერები: ბაკურიანი, Gulf, AACC, Monkey Shoulder, HENDRICK’S, კიკეთის ფერმის ღვინო, TKT.Ge
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა