მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გადაიხადე PLUS ქულებით და მოიგე 5000-ლარიანი ვაუჩერი – საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო

news image
mbc image

თუ ამას კითხულობ, ესე იგი, უკვე იცი, რომ საქართველოს ბანკის ბარათით ყოველი გადახდისას PLUS ქულებს აგროვებ. რა ჯობია, როდესაც თანხის ხარჯვისას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აგროვებ ქულებს, რომლებსაც მერე სასურველ ნივთსა თუ მომსახურებაში გადაცვლი!

თუმცა სულ ეს არ არის: 1-ლი მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით კი პლუსებით გადახდა კიდევ უფრო მომგებიანია, რადგან  საქართველოს ბანკის გათამაშება იწყება და PLUS ქულების გახარჯვისას შეიძლება სოლიდურ პრიზებსაც გამოჰკრა ხელი!

როგორ ჩავერთო გათამაშებაში?

გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია და დამატებით არანაირი ფუნქციის აქტივაცია არ გიწევს. თუ 25 ივნისამდე მინიმუმ 1000 PLUS ქულას დახარჯავ  ონლაინ ყიდვისას და ასევე ფიზიკური ბარათით ან ციფრული ბარათით გადახდისას, ავტომატურად ხვდები გათამაშებაში.  სულ ეგ არის!

რაც უფრო მეტ PLUS ქულას დახარჯავ, მეტი შანსი გაქვს მოგების. თანაც მხოლოდ ერთხელ კი არა, ყველა ჯერზე შეიძლება გახდე გამარჯვებული.

ქულების დახარჯვა პარტნიორ ობიექტებში შეგიძლია, ამავდროულად კი სპეციალურ შეთავაზებებს შეგიძლია მიადევნო თვალი და კიდევ უფრო შეღავათიანი პირობებით ისარგებლო.

შენიშვნა: საქართველოს ბანკის თანამშრომლებს არ შეუძლიათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება.

როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები და რა იქნება პრიზები?

გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან, პრიზები კი ყველა გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანს მოეწონება: ქვემოთ ჩამოთვლილი მაღაზიების

  • ელიტ ელექტრონიქსი;
  • ალტა;
  • ზარა;
  • თრეიდლაინი (Dress Up ჯგუფის ობიექტები: ????’?, ???????, ????, ????? და ა.შ.);
  • ICR;
  • ლუტეცია;
  • თაიმი
  • კენარი.

100, 500, 1000 და 5000-ლარიანი ვაუჩერები!

ჩამოთვლილი მაღაზიების პროდუქტების ფართო არჩევანს გვთავაზობენ, ამიტომ შენი ვაუჩერის გახარჯვა არ გაგიჭირდება. მარტივად შეძლებ შეარჩიო საუკეთესო საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის ან საკუთარი თავისთვის. თანაც თუკი ერთხელ მოიგებ, იცოდე, რომ გათამაშებაში მონაწილეობას აგრძელებ. შეიძლება კიდევ გაგიმართლოს და უფრო მაღალნომინალიანი ვაუჩერი მოიგო.

როგორ გავიგო, მოვიგე თუ არა პრიზი?

თუ იღბლიან გამარჯვებულებში მოხვდი, PLUS ქულებით გადახდის შემდეგ მომენტალურად მიიღებ შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება სასაჩუქრე ვაუჩერის აქტივაციის ლინკი.

ასე რომ, შეამოწმე მობილბანკში PLUS ქულების ბალანსი, პლუსების გასახარჯად მაისი და ივნისი საუკეთესო თვეებია!  თუ ჯერ კიდევ არ იცი, რა არის PLUS ქულები და როგორ შეგიძლია გამოიყენო, ამ ბმულს შეგიძლია ესტუმრო.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა