გაიგე, როგორ შეგიძლია გამოიყენო საკრედიტო AmEx ბარათი სწორად
გიზიარებთ ბლოგს: ყოველდღიური ხარჯები, გართობა, შოპინგი, მოგზაურობა,— ბარათით გადახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ისეთი ბარათი შევარჩიოთ, რომლის საშუალებითაც ყოველი გადახდისას სარგებელს და უპირატესობებს მივიღებთ. სწორედ ასეთია საქართველოს ბანკის საკრედიტო AmEx ბარათი, რომლის უპროცენტოდ (ეფექტური ლარში 23.8%) გამოყენება მარტივად შეგიძლია.
AmEx ბარათის საკრედიტო ლიმიტით სწორად სარგებლობა საკმაოდ მარტივია: რა თანხასაც ყოველთვიურად დახარჯავ, ზუსტად იმდენი უნდა შემოიტანო კონკრეტულ თარიღში.
მას შემდეგ, რაც თანხას შენი სურვილის მიხედვით დახარჯავ, თვის კონკრეტულ დღეს (დაანგარიშების თარიღში) გაიგებ, რა თანხა გექნება შემოსატანი. თუ დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში გახარჯულ თანხას მთლიანად შემოიტან, პროცენტის გადახდა (ეფექტური ლარში 23.8%-დან) აღარ მოგიწევს. თუმცა, თუ გახარჯული თანხის მთლიანად დაბრუნებას ვერ შეძლებ, არც ეგაა სანერვიულო — შეგიძლია მხოლოდ მინიმალური თანხა შემოიტანო, რომლის რაოდენობაც ასევე დაანგარიშების თარიღში გეცოდინება. რაც შეეხება შენს საკრედიტო ლიმიტსა და შესატანი თანხის ოდენობას, ამ ინფორმაციას საქართველოს ბანკის მობილბანკის საკრედიტო AmEx სივრცეში ნახავ, რომელიც მას შემდეგ გამოგიჩნდება, როცა ბარათი გაგიაქტიურდება.
გარდა იმისა, რომ ბარათით ყოველდღიურად გადახდა და სწორად სარგებლობა ძალიან მარტივად შეგიძლია, AmEx შენი კომფორტული ყოველდღიურობისთვის კიდევ ბევრ უპირატესობას გთავაზობს.
საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ფიზიკურ თუ ონლაინ მაღაზიებში ყველა ობიექტში, სადაც AmEx მხარდაჭერაა, საკრედიტო AmEx ბარათებით გადახდისას MR ქულებს დააგროვებ, რომელთა გადაცვლაც, როგორც პარტნიორ ობიექტებში, ისე PLUS ქულებშიც შეგიძლია 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.
ისიც უნდა გაითვალისწინო, ნებისმიერ დროს შეგიძლია სხვა ბარათიდან გადაირიცხო თანხა AmEx-ის ანგარიშზე და ლიმიტის დახარჯვის გარეშე ისარგებლო ბარათით.
AmEx ბარათთან ერთად მოგზაურობა გაცილებით უსაფრთხო და კომფორტულია, რადგან American Express Green და American Express Gold ბარათის მფლობელები 4-წლიანი სამოგზაურო დაზღვევითაც სარგებლობენ. დაზღვევა გადაუდებელ მოგზაურობის გაუქმებას, ვადაზე ადრე შეწყვეტას, გადაუდებელ სამედიცინო ხარჯებსა, ბარგის დაგვიანებას და სხვა ისეთ სერვისებს მოიცავს, რომელიც აუცილებელია კომფორტული მოგზაურობისთვის. სამოგზაურო დაზრვევა AmEx ბარათის აღებისთანავე გაგიაქტიურდება საჩუქრად.
ჩამოთვლილ უპირატესობებთან ერთად გაითვალისწინე ისიც, რომ თუ საკრედიტო AmEx ბარათის აღებიდან 5-ჯერ შეასრულებ მინიმუმ 25 ლარის გადახდას, საჩუქრად 25 ლარის MR ქულა დაგერიცხება.
AmEx ბარათთან ერთად სურვილების მარტივად ასრულება შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება. შეუკვეთე ბარათი მობილბანკიდან ან თუ ჯერ კიდევ არ იცი შენი ლიმიტი გაიგე აქ.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.