გაინტერესებს მომხმარებლის ქცევა? – გაიგე მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერით
გიზიარებთ ბლოგს: გიფიქრიათ, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს პროდუქტის ან სერვისის შეძენისას? — ინტუიციურია ეს გადაწყვეტილება თუ ბევრი ფიქრის შედეგი — ის, თუ რა გზას გავდივართ პროდუქტის შერჩევამდე და შეძენამდე, ბიზნესის მფლობელებისა და მარკეტერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
მომხმარებლის ქცევა არაერთ ფაქტორს აერთიანებს — იმას, თუ რას ვგრძნობთ და ვფიქრობთ, როცა ვყიდულობთ სხვადასხვა ნივთს ან პროდუქტს, რამდენად ხშირად ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას და და რატომ ვირჩევთ კონკრეტულ ბრენდს და არა სხვას; ამ და კიდევ სხვა ბევრი დეტალის გააზრება ბიზნესს ლოიალური მომხმარებლების შეძენაში, გაყიდვების ოპტიმიზაციასა და ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება.
ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ საუკეთესო გზაა, ბიზნესმა დასკვნები მონაცემებზე დაფუძნებით გამოიტანოს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა პლატფორმა, ბიზნეს მენეჯერი შექმნა და სხვადასხვა ზომის კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, დააკვირდნენ საკუთარი მომხმარებლების ქცევას პროდუქტის ან სერვისის შეძენისას.
ბიზნეს მენეჯერი ერთიანი პლატფორმაა, საიდანაც ბიზნესები ქმნიან შეთავაზებებს და უკავშირდებიან 1 400 000-ზე მეტ ადამიანს მობილბანკის, sCoolApp-ის და Offers.bog.ge-ს საშუალებით. პლატფორმის უპირატესობა ისაა, რომ აქ ხელმისაწვდომია ზუსტი ანალიტიკა – გრაფიკების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია როგორც მიღებული გადახდების, ისე მომხმარებლების ქცევის შესახებ.
ბიზნეს მენეჯერის გამოყენება საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს მარტივად, ონლაინ, იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით შეუძლიათ, რომელიც ვალიდურია საქართველოს ბანკის ნებისმიერ ციფრულ არხში − როგორც ფიზიკური პირის მობილბანკში, ისე ბიზნეს მობილბანკში.
ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკის სექცია მოიცავს მოდულს — ჩემი მომხმარებელი, რომელიც აუდიტორიას სტატუსების მიხედვით ყოფს:
• აქტიური − მომხმარებლები, რომლებმაც თვეში 1 გადახდა მაინც შეასრულეს ბოლო 2 თვის
განმავლობაში;
• ახალი − მომხმარებლები, რომლებმაც ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად შეასრულეს
გადახდა;
• პასიური − მომხმარებლები,რომლებიც იყვნენ აქტიურები, თუმცა ბოლო 2 თვის განმავლობაში არ შეუსრულებიათ გადახდა;
უფრო ზუსტი ანალიტიკისთვის კი ხელმისაწვდომია ფილტრები, როგორებიცაა: გადახდის არხი, ასაკი, სქესი, სეგმენტი (AmEx, SOLO, PLUS, sCool Card, Student Card) და პერიოდი.
ამ ფილტრების გამოყენება შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებელი და შეისწავლოს მათი ქცევა. ფილტრების დახმარებით, ბიზნეს მენეჯერში გენერირდება რამდენიმე გრაფიკი:
მომხმარებლების დინამიკის გრაფიკზე ჩანს, როგორ იცვლება ახალი, აქტიური და პასიური მომხმარებლების რაოდენობა მონიშნული პერიოდის მიხედვით. ეს შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, შეისწავლოს მომხმარებლების მატებისა და კლების პერიოდები და შესაბამისად მოემზადოს.
უნიკალური მომხმარებლის რაოდენობის გრაფიკზე დაკვირვებით შესაძლებელია კონკრეტული მომხმარებლების რიცხვის დადგენა და შედარება თვეების მიხედვით.
ბიზნეს მენეჯერში ხელმისაწვდომია მომხმარებლების განაწილება მათი ასაკისა და სქესის, ასევე რეალური საცხოვრებელი რეგიონების მიხედვით.
ინტერესების გრაფიკზე კი მოცემულია ინფორმაცია, თუ რა აინტერესებს მომხმარებლებს და რაში ხარჯავენ ისინი თანხას — გართობაში, განათლებაში, სპორტში, მოგზაურობაში თუ სხვა სექტორებში.
და რაც მთავარია, ბიზნეს მენეჯერში ხელმისაწვდომია მომხმარებლების განაწილება მათი ყოველთვიური შემოსავლების მიხედვით.
ეს მონაცემები კი ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, განსაზღვროს, ვინ არის მისი მომხმარებელი, როგორ იქცევა ის თვის თუ წლის ჭრილში, რა აინტერესებს და რა სიხშირით ყიდულობს საკუთარ პროდუქტს ან სერვისს. ამის ცოდნით კი მარტივდება კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული შეთავაზებების შექმნა, რაც, ასევე, ბიზნეს მენეჯერის Ads Manager მოდულშია შესაძლებელი.
ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერს და აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები თქვენი ბიზნესისთვის.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.