მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

გუდაურში მსოფლიო თასზე 21 ქვეყნის, მათ შორის, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ჩინეთის სპორტმენები ასპარეზობენ - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„საქართველოში ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრი მიმდინარე ზამთრის სეზონზე უკვე მესამედ ტარდება. წელს გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. დღევანდელი შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა. დადებითი შეფასებები მიიღო ორგანიზებისთვის მთის ტრასების სააგენტომ და სათხილამურო ფედერაციამ. ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის. მით უფრო, რომ საერთაშორისო მედია აქტიურად აქვეყნებს სიუჟეტებსა და სტატიებს მსოფლიო თასის მიმდინარეობაზე. გამონაკლისი არც დღევანდელი შეჯიბრია, რომელიც ევროსპორტზე პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემოდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ სნოუბორდ კროსში გამარჯვებული სპორტსმენები - იაკობ დუშეკი (ავსტრია), ადამ ლამბერტი (ავსტრალია) და ელიოტ გრონდინი (კანადა)დააჯილდოვა. სულ მსოფლიო თასის ეტაპზე 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობს. მათ შორისაა, კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, უნგრეთი,  იაპონია და სხვ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) ეგიდით მაღალი რანგის შეჯიბრების ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს, როგორც განვითარებული სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პოზიტიურად აისახება როგორც უშუალოდ ტურიზმის სექტორზე, ასევე სამთო კურორტების პოპულარიზებასა და ტურისტული ნაკადების ზრდაზე.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი, მუდმივ კალენდარში ჩასვა.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა

07.02.2026.13:00

თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.

„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.

Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა