ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით — საბანკო ნაკრების მფლობელებისთვის სიახლეებია
თუკი საქართველოს ბანკის სერვისების აქტიური მომხმარებელი ხარ, უთუოდ გეცოდინება საბანკო ნაკრების უპირატესობების შესახებ. ყოველდღიურად, სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელებისას, ჩვენ საკომისიოებსაც ვიხდით — იქნება ეს გადახდა, გადარიცხვა, თანხის განაღდება ან სულაც SMS ბანკით სარგებლობა. ნაკრები კი შესაძლებლობას გაძლევს, დაზოგო თანხა და ისარგებლო მრავალი საბანკო პროდუქტით შეღავათიან ფასად.
როგორც ალბათ უკვე იცი, არსებობს სამი სახის საბანკო ნაკრები: S, M და L, რაც შესაბამისად მათში შემავალი პროდუქტების რაოდენობით განსხვავდება. ნაკრები იმითაცაა ხელსაყრელი სერვისი, რომ შენი საჭიროებების მიხედვით შეგიძლია შეარჩიო, რომლით სარგებლობა გსურს.
S და M ნაკრების მფლობელები მრავალი საბანკო უპირატესობით სარგებლობენ, თუმცა განახლებული L ნაკრების მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებებითაც განებივრებულები არიან.
შოპინგი თუ გიყვარს, PLUS ქულებსაც ხშირად ხარჯავ და ამასთან საბანკო ნაკრები L-ის მფლობელიც ხარ, ეს ამბავი განსაკუთრებით გაგახარებს: თუ საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადაიხდი, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებ — მათ შორის, PLUS-ის უკვე არსებულ აქციებზეც (ჯამურად მაქს. 50%-მდე).
ამასთან, დახარჯული PLUS ქულების ანაზღაურებასაც უფრო მარტივად შეძლებ: გაორმაგებულ PLUS ქულებს დააგროვებ AmEx PLUS ბარათით გადახდისას სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე (თვეში მაქს. 10 000 პლუს ქულას).
გაუთვალისწინებელ სიტუაციაში ხშირად ბანკომატიდან იმაზე მეტი თანხის გამოტანაც გვჭირდება, ვიდრე ამის საშუალება გვეძლევა. ამიტომ, სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ ნაკრებ L-ში, სადებეტო ბარათით განაღდებისას გაზრდილი დღიური ლიმიტითაც შეგიძლია ისარგებლო – ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან 10 ათას ლარამდე შეძლებ გამოიტანო.
როგორც გითხარით, საბანკო ნაკრებები მათში შემავალი პროდუქტების რაოდენობით განსხვავდება. თუმცა, სამივე მათგანი მოიცავს მულტისავალუტო ანგარიშს, პლასტიკურ ბარათს, ციფრულ ბარათს, SMS ბანკს, ავტომატურ გადახდებსა და ავტომატურ გადარიცხვებს. რამდენი დაგეხარჯებოდა ნაკრების გარეშე მასში შემავალი პროდუქტებით რომ გესარგებლა, ნახე აქ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ნაკრების გაუქმება ან მისი გაუმჯობესება.
ასე რომ, თუკი ამ ყველა უპირატესობის გამოცდა გსურს, აუცილებლად გაიაქტიურე საბანკო ნაკრები. სასურველი ნაკრების გააქტიურებას შეძლებ მობილბანკსა და ინტერნეტბანკში. შეთავაზებების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას აქ გაიგებ, სიახლეებისთვის თვალის მიდევნებას კი, რა თქმა უნდა, ჩვენს ბლოგზე შეძლებ.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.