ისარგებლე პრომოკოდით, მიიღე ფასდაკლება სასკოლო ნივთებზე

18 აგვისტოდან პარტნიორი მაღაზიების შემოთავაზებულ ფასდაკლებებთან ერთად, ექსტრასგან, დამატებით 20%-იან ფასდაკლებას მიიღებ!
ისარგებლე პრომოკოდით (SCHOOL20) და მიიღე გარანტირებული 20%-იანი ფასდაკლება შერჩეულ სასკოლო ნივთებზე!

შეარჩიე სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად. ექსტრა, სასკოლო ნივთების ყველაზე დიდ ასორტიმენტს გთავაზობს!
ყველა წამყვანი მაღაზიის პროდუქცია ერთ სივრცეში. შერჩევის პროცესი ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. იშოპინგე ექსტრაზე და გაუზიარე შენი გამოცდილება სხვასაც! საშუალება გაქვს შეარჩიო :

დროის სასურველ მონაკვეთში, სახლში მოკალათებულმა, შვილთან ერთად დააკომპლექტე სასექტემბრო კალათა. შეუკვეთე პირდაპირ საიტიდან და გადაიხადე შენთვის მისაღები მეთოდით (ექსტრას ბალანსი, ბარათით საიტზე, ხელზე კურიერთან). ბარათით გადახდის შემთხვევაში, 700-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზებას დამატებული 20%-იანი ფასდაკლება (max 100₾) გელოდება extra – სგან!
თანხა გაკლდება? ექსტრამ ამაზეც იზრუნა. 0%-იანი განვადება,ნაწილ-ნაწილ გადახდის პირობით ხომ მისაღებია? გიტოვებ ბმულს, საჭიროების შემთხვევაში იცი როგორც უნდა მოიქცე. გახსოვდეს, რომ ერთდროულად, სხვადასხვა მაღაზიის პროდუქციის განვადებაც შეგიძლია!

იმისათვის, რომ ისარგებლო ექსტრას ფასდაკლებით, პირველ რიგში, საჭიროა, გაიარო რეგისტრაცია. პროცედურა მაქსიმუმ 2 წუთს გაგრძელდება. თან იქონიე მობილური ტელეფონი, რათა იდენტიფაციის დადასტურება შეძლო!
საიტზე, სპეციალურად შენთვის შექმნილი, სასკოლო ნივთების ჩამონათვალი დაგხვდება. გიტოვებ ბმულს, გადახედე! მინიმუმ 20%-იანი ფასდაკლებით, ან მეტით, შეიძენ ყველაფერს, რაც გჭირდება. იმხელა ასორტიმენტია, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევას შეძლებ!
ჩვენს ბლოგს უკვე იცნობ!
აქ, დაგხვდება სასარგებლო რჩევები, რომელიც გაგიმარტივებს სასექტემბრო კალათის დაკომპლექტების პროცესს და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება. გადახედე!
ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში ნახავ ექიმის რჩევებს, როგორი ზურგჩანთა უნდა შეიძინო მოსწავლისთვის, რათა თავიდან აიცილო ხერხემლის ტკივილი! ასევე, მასწავლებლის რეკომენდაციას კლასგარეშე საკითხავ წიგნებთან დაკავშირებით! არ გამოგრჩეს!
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.