„კარტინგ ლილო“ - უნიკალური გასართობი სივრცე Weekend-ის გასატარებლად
Karting Lilo - კარტინგ ლილოს სერვისებზე მოთხოვნა მზარდია. თუმცა განსაკუთრებით უქმე დღეებია დატვირთული, რაც ადასტურებს, რომ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის, გართობისა და მეტი დრაივისთვის კარტინგი ლილო შესაფერისი ადგილია.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი მალხაზ მთვარელიშვილიBusiness Insider Georgia- თან ამბობს, გართობის მოყვარულებს უნივერსალური გასართობი სივრცე როგორც დღის საათებში, ასევე გვიან ღამემდე ემსახურება.
„კარტინგ ლილო მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით. იდეალური გარემოა, ექსტრიმის მოყვარულებისთვის, რომლებსაც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაატარონ ,,ვიქენდი" სასიამოვნოდ და ყოველდღიური რუტინისგან თავის დასაღწევად იპოვონ ადგილი, რომელიც კომფორტზეა მორგებული. სპეციალური სარბოლო ტრეკის განათებები, შესაძლებლობას გაძლევთ ღამის საათებშიც, მიიღოთ განსხვავებული, დაუვიწყარი და უსაფრთხო გამოცდილება. რბოლა შესაძლებელია ღამის პირველ საათამდე. კარტინგის ბაზარზე, ხარისხთან ერთად, გამოვირჩევით ტარიფითაც: გვაქვს ხელმისაწვდომი ფასები. შაბათ-კვირასაც კი, როდესაც მოთხოვნა გაზრდილია, ფასი ჩვენთან უცვლელია ", - ამბობს მალხაზ მთვარელიშვილი.
კერძოდ, 10 წუთიანი რბოლის საფასური 25 ლარს შეადგენს. რიგში დგომისგან თავის ასარიდებლად მომხმარებლებს შეუძლიათ სასურველი ვიზიტი წინასწარ დაიჯავშნოს საიტის მეშვეობით https://liloarena.com/booking/ .
ამდენად, ,,კარტინგი ლილო" Მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად Weekend- ის გატარების საუკეთესო საშუალებაა. Შესაძლებელია მოეწყოს მინიჩემპიონატები, რომლის ორგანიზებაშიც მსურველებს კომპანიის წარმომადგენლები დაეხმარებიან.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, კარტინგის მანქანები შექმნილია თანამედროვე დიზაინით და უახლესი ტექნოლოგიებით. სარბენი ტრასის სიგრძე 1 კილომეტრია და მისი მოცულობა მომავალში კიდევ გაიზრდება. კომპანიაში ,კარტინგ ლილო" 7 ადამიანია დასაქმებული.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.