მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართული მუსიკის ახალი სიცოცხლე ფირფიტებზე

news image
mbc image

საქართველოს ბანკი და „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ [GEORGIAN MUSIC LEGACY] დამეგობრდნენ. ესაა პროექტი, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ სივრცეში შექმნილი მუსიკისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა და მათი ფირფიტებზე გადატანაა.

უფრო ვრცლად პროექტის შესახებ GML-ის თანადამფუძნებლები, ნასტია სართანია და ჯაბა შავიშვილი გვიყვებიან:

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” დასაწყისი

ნასტია სართანია: როგორც ყველა კარგი საქმის დასაწყისი სიყვარულია, დიდი სიყვარული მუსიკის, რაც მთელი ცხოვრება ჩემი გზამკვლევია. მუსიკოსი ვარ პროფესიითაც და სხვადასხვა პროფილით მუსიკაში ვტრიალებ 5 წლის ასაკიდან. ბოლო 14 წლის განმავლობაში არაფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში შევტოპე და დავაფუძნე სკოლა „შემოქმედებითი განათლების სტუდია“ [CES], რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდ მუსიკალურ კომუნას წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს ურთიერთობა, მეგობრობა და პასუხისმგებლობა ახალი თაობის მუსიკოსებთან თუ მუსიკის ენთუზიასტებთან, ცხადი იყო ჩემთვის, რომ ბევრმა მათგანმა უკვე აღარ იცოდა ის უმნიშვნელოვანესი ფიგურები ჩვენი მუსიკალური წარსულიდან, ვინც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ სახელიც, არსიც და კონცეფციაც სრულიად ორგანულად და ლოგიკურად მოვიდა. ვისაც პირველად ჩემი იდეა გავუზიარე, ჯაბა შავიშვილი იყო – ადამიანი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს მუსიკა და ქართული მუსიკის ინდუსტრიაში დიდი ღვაწლი მიუძღვის, პატარა ასაკის მიუხედავად. ასე დავიწყეთ ენთუზიაზმით ანთებულებმა და სულ მალე მხარდამჭერიც ვიპოვეთ და შევუდექით იდეის განხორციელებას.

ჯაბა შავიშვილი: იდეა ნასტიას გაუჩნდა, ვინაიდან ის 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენის უშუალო მონაწილეც იყო. მე ჩემი ქართული მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ინტერესის გამო, მსგავსი იდეა არაერთხელ მომსვლია, თუმცა საინტერესოა, როდესაც ამ ყველაფერს გუნდურად ვაკეთებთ. ასე დაიბადა იდეა, რომ ძველი ქართული ჩანაწერები, განსაკუთრებით კი 90-2000-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ალბომები და შემსრულებლები ფირფიტის ფორმატზე გამოგვეშვა.

ფირფიტა იმიტომ, რომ ამ მედიუმს დღემდე განსაკუთრებული, ნოსტალგიური დატვირთვა აქვს, მეორე მხრივ კი, დღეს პოპულარულია დასავლეთშიც მსგავს ფორმატში ძველი, ხშირად მივიწყებული ჩანაწერების გაცოცხლება. ამის განხორციელება კი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ სახელის ქვეშ გადავწყვიტეთ – ამ სახელდების თითოეული სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

განხორციელებული პროექტები

ჯაბა შავიშვილი: აქამდე 6 მუსიკალური ფირფიტა გამოვუშვით. ჩვენი იდეა მარტივია – არ ვართ შეზღუდული ჟანრებში, მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ჩანაწერების პირვანდელი სახე – როგორც აუდიო, ისე ვიზუალური ნაწილი, რადგან მუსიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ დროისა და კონტექსტის გაცოცხლებაც, როცა ისინი იქმნებოდნენ – ჩანაწერებს ყოველ 3 თვეში ერთხელ ვუშვებთ. მაგალითისთვის, აქამდე გამოვეცით ქართული ალტერნატიული როკის, ელექტრონიკისა და ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი პირველადი ალბომები, რომლებმაც შემდგომი თაობის მუსიკალურ მიმართულებაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედეს. მიზანი გვქონდა, რომ ძველ თაობას გაეხსენებინა ის დრო და თავის მხრივ ჩანაწერებსაც ახალი მსმენელი ეპოვა. ვფიქრობ, მოლოდინთან მიმართებით უკეთესი შედეგი გვაქვს. ჩვენმა პატარა წამოწყებამ, მალევე მიიპყრო მუსიკის ენთუზიასტების ინტერესი, რაც გამოცემებს შორის მუდამ იზრდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაიწყონ ამ კოლექციის შეგროვება, რომელიც წლების შემდეგ მოცულობითი იქნება – საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, ვინც ამ კოლექციას უკვე აგროვებს და მოუთმენლად ელოდება შემდეგ ჩანაწერსაც.

ნასტია სართანია: მთავარი არსი პროექტის გახლავთ არქივიზაცია ქართული მუსიკალური პროდუქტის, სივრცის და დროის აღწერა, რომელშიც ის გახლავთ შექმნილი და მისი შემქმნელების არსი, მოტივაციები და ჩვენი მხრივ კი მათი პატივისცემა და დაფასება. ჩვენი არსებული 6 პროექტით უკვე ნათელია, რომ მიზანს ვაღწევთ და დღითიდღე მსმენელის ყურადღებას ვიპყრობთ. ახალგაზრდებს კი ვაძლევთ შანს, გაეცნონ მათ წინამორბედებს. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის.

განსახორციელებელი პროექტები

ნასტია სართანია:  ყოველი ჩვენი გამოცემა სიურპრიზად მოდის მსმენელამდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მთელი წლის (4 გამოცემა) გეგმა ცნობილი და დაწყობილია, ვერ გაგიმხელთ არტისტებისა და ბენდების ჩამონათვალს. დარწმუნებული კი ვარ იმაში, რომ თქვენს გაოცებას უსათუოდ შევძლებთ.

ჯაბა შავიშვილი: ამ მხრივ წელს თითქმის ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს, ერთიანად ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე და მალე ძალიან საინტერესო ფირფიტებს შევთავაზებთ მსმენელს. ამ ეტაპზე წელს გამოსაცემი ფირფიტების სახელებს სიურპრიზად დავტოვებ, თუმცა კი ერთ-ერთი მათგანის გამოცემის თარიღი უკვე ცნობილია – Nikakoi-ის ალბომი “შენтыmental” 21 წლის შემდეგ ფირფიტაზე 18 აპრილს გამოვა!

GMLC X საქართველოს ბანკი

ნასტია სართანია: ჩვენი მუსიკალური გამომცემლობა არ გახლავთ კომერციული პროექტი, მისი შემქმნელები მასზე ენთუზიაზმითა და სიყვარულით ვმუშაობთ, რწმენით, რომ მისი არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მხარდამჭერი, რომელსაც დღეს ჩვენთვის საქართველოს ბანკი წარმოადგენს. მასთან ერთად ჩვენს 4 გამოცემას წარგიდგენთ.   

ჯაბა შავიშვილი: მსგავსი არაკომერციული იდეის განხორციელება რთულია ძლიერი მხარდამჭერის გარეშე. გვიხარია, რომ საქართველოს ბანკის გუნდიც მალევე მიხვდა ამ იდეის საჭიროებას და მნიშვნელობას და წელს მათთან პარტნიორობით 4 მუსიკალური ფირფიტა გამოვა. გარდა ფირფიტებისა, მსმენელს საინტერესო მოკლე ვიდეო კომპილაციები ელოდება, რომლებიც მუსიკისა და იმ დროის შეგრძნებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა