"კოჯრის ტყის სიზმრების" საფესტივალო სერია Bioli Wellness Resort-ში ჩატარდება
30-ზე მეტი არტისტის მიერ შექმნილი გამოფენა-პერფორმანსი, დაუვიწყარი მუსიკა და რეალობად ქცეული სიზმრები კოჯრის ტყეში
"შტატი 51“ და "არქიკუბი" წარმოგიდგენთ "კოჯრის ტყის სიზმრების" საფესტივალო სერიას, რომელიც პირველად Bioli Wellness Resort-ში ჩატარდება.
პროექტის მთავარი მიზანი მულტიკულტურის პოპულარიზაციაა, რომელიც დასავლური ღირებულებებით, სტანდარტებითა და ხარისხით, სხვადასხვა სფეროსა და მიმართულების არტისტების, მელომანებისა თუ აქტივისტების გაერთიანებას მოიაზრებს. მულტიკულტურული პლატფორმის იდეა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება და აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას:
ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევა დღევანდელ საზოგადოებაში - ფესტივალის ორგანიზატორების მხარდაჭერით ღონისძიების ფარგლებში სიმბოლურად დაირგვება 10 ქვეყნის ნაციონალური ხე, ამავე ქვეყნების ელჩების ჩართულობით. სტუმრებს კი, შესაძლებლობა ექნებათ, გაიღონ ნებაყოფლობითი დონაცია და შეუერთდნენ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ბორჯომის ტყე-პარკის გამწვანებას
ტექნოლოგიური განვითარება - ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მარსმავალის მაკეტი და საინფორმაციო პავილიონი. აქვე მოეწყობა ვირტუალური რეალობის კუთხე, სადაც VR სათვალის დახმარებით სტუმრები იმოგზაურებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროში, VR პერფორმანსის ფარგლებში კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობაც კი თვალხილული იქნება
გამოფენა-პერფორმანსები - ფესტივალის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელოვანთა პერსონალური გამოფენები დაგხვდებათ, ამერიკული სპორტის გაერთიანება კი, მოაწყობს პავილიონს, რომელიც დაფარავს სპორტის ათამდე სახეობას.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია მუსიკალური თვალსაზრისით. სპეციალურად ამ დღისთვის ლეგენდარული ჯაზმენები ამერიკიდან გვესტუმრებიან.
Line Up
▪ მწვანე ოთახი 17:00
▪ ნინო ქათამაძე 19:00
▪ Jazz Jam 19:00 - ტალ მაშიაკი, ტაისონ ჯექსონი, ხონძი, პაპუნა შარიქაძე, ლაშა დეისაძე, გიგი ცინცაძე, ლუკა თოფურია, დავით გოგისვანიძე, გიო კაპანაძე, სოსო ცაგარეიშვილი, კემო, დათო კაკულია, სანდრო ნიკოლაძე, ნინი ასილიანი, ხატია ქორიძე, ნასი ჭავჭავაძე
▪ Killages 22:00
▪ Mancho 23:00
▪ Lasha Guruli 01:00
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.