კრიტიკული დაავადებების დაზღვევა #შენთვის
სოციალურ ქსელებში, თითქმის ყოველდღე გვხდება პოსტები, რომ ახლობელ, თუ უცნობ ადამიანს ჩვენი დახმარება ესაჭიროება კრიტიკული დაავადების დასამარცხებლად.
თიბისი დაზღვევა იმ ადამიანებს უფრო ახლოს გაგაცნობთ, ვის გადარჩენაშიც შეიძლება, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული. დოკუმენტური ფილმების სერიაში ისინი გვიყვებიან საკუთარ ისტორიებს, თუ რა გზა გაიარეს დაავადების დადასტურებიდან დამარცხებამდე და კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ არც კიბო და არც სხვა კრიტიკული დაავადებები განაჩენი არ არის.
#ანისთვის #გიოსთვის #შიოსთვის... ამ კაპმანიების ვიზუალურ-ვერბალურ სტილში, თიბისი დაზღვევა იწყებს კამპანიას #შენთვის და შეგვახსენებს, დროა, საკუთარ თავზე ზრუნვაც დავიწყოთ.
საჭირო არ არის საშიში მომავლის წარმოდგენა, საკმარისია, უბრალოდ, ერთხელ დაფიქრდე, რეალობა კარგად გაანალოზო და მიიღო შენი მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილება - ისარგებლო კრიტიკული დაავადებების დაზღვევით.
თიბისი დაზღვევა 5 წელზე მეტია, მომხმარებლებს კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. პროდუქტი 21 დაავადებას მოიცავს. რომელიმეს დადასტურების შემთხვევაში მომხმარებელი სრულად მიიღებს დაზღვევით განსაზღვრულ თანხას, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 000, 100 000 ან 250 000 ლარს, მისი გამოყენება კი სურვილისა და საჭიროების მიხედვით შეუძლია. პოლისის ფარგლებში დაზღვეულებს შეუძლიათ თიბისი დაზღვევის პარტნიორი ამერიკული კომპანიის მხარდაჭერით მოიძიონ ალტერნატიული სამედიცინო აზრი - გადაამოწმონ დასმული დიაგნოზი და დანიშნული მკურნალობის გეგმა საზღვარგარეთ 40-მდე ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ, დაზღვეულებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გააგრძელონ მკურნალობა საზღვარგარეთ, რის ორგანიზებასაც, ასევე ითვალისწინებს პოლისი.
პაკეტის ფარგლებში მომხმარებლის არასრულწლოვანი შვილებიც ავტომატურად დაზღვეულები არიან იგივე პირობებით, დამატებითი გადასახადის გარეშე.
18-დან 63 წლამდე მომხმარებლებს დაზღვევით სარგებლობა დისტანციურადაც შეუძლიათ.
პირობებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: კრიტიკული დაავადებების დაზღვევა
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.