,,კრუიზის“ საშემოდგომო შეთავაზება ბიზნესს
რესტორანი ,,კრუიზი" ბიზნესს სპეციალურ სერვისს სთავაზობს, რომელიც ერთგული მომხმარებლებისთვის შექმნა და არა მარტო მათთვის. ნებისმიერი კომპანია, რომელიც მომავალში ,,კრუიზთან" ითანამშრომლებს, შემოდგომის სეზონის განმავლობაში შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, სპეციალური შეთავაზება ექნებათ იმ კომპანიისთვის, ვინც ტურისტებისთვის გეგმავს წვეულებას ან კორპორატიული საღამოს გამართვას.
გამორჩეული ინტერიერის მქონე რესტორანში სერვისიც, მენიუს ჩათვლით, ასევე ორიგინალური და დახვეწილია.
,,მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ სიახლეს და მათზე მორგებულ მომსახურებას, რითაც ჩვენი რესტორანი ყოველთვის გამოირჩევა. ამ ეტაპზე ბიზნესისთვის გვაქვს შეთავაზება. მაგალითად, კომპანიას, რომელსაც სტუმრად ჰყავს ტურისტები და წვეულების ჩატარება სურს, სერვისს სპეციალურ ფასად შევთავაზებთ. ეს ეხება ასევე კორპორატიულ წვეულებებს და სხვა, რომლის ჩატარებასაც ,,კრუიზში" დაგეგმავენ. ეს არის სპეციალური ტარიფები, რომელსაც ერთგულ მომხმარებელს ვთავაზობთ ბიზნესის სეგმენტში. ამ ტიპის თანამშრომლობას პოტენციურ კლიენტებთანაც ვგეგმავთ, რომ კორპორატიული ივენთები სტანდარტულზე დაბალ ფასად მიიღონ. ამისთვის, მინიმუმ 100 ადამიანი უნდა იყოს სიაში. ასზე მეტი სტუმრის შემთხვევაში ვთავაზობთ უფასო სერვისსაც, როგორიცაა ფოტოგრაფის, წამყვანის ან მომღერლის მომსახურება. სურვილის შემთხვევაში, ჩატარდება მასტერკლასები ტურისტებისთვის, რათა ვაჩვენოთ, როგორ მზადდება ხინკალი, ასევე სხვადასხვა ტრადიციული კერძი და არა მარტო ქართული, რის ნახვას და მომზადებასაც ისურვებენ. საკმაოდ დატვირთული და საინტერესო სეზონია, დადებით უკუკავშირს და ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით", - აცხადებს ,,კრუიზის" წარმომადგენელი.
ცნობისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსი ,,კრუიზი” 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა. ეს იყო პირველი სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი, რომელიც ქალაქ თბილისში გაიხსნა.
2023 წლის მარტიდან რესტორანი განახლებული გარემოთი, სამზარეულოთი და შოუ-პროგრამით ოპერირებს. ინფრასტრუქტურულ სიახლესთან ერთად, ცვლილებებია მენიუშიც, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველია სტუმრებისთვის და ყველა ტიპის მომხმარებელზეა მორგებული.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.