„მეამამ“ ყავის მოყვარულებს ტყის თხილის კაფსულა განახლებული გემოთი შესთავაზა
„მეამამ“ ყავის მოყვარულებს ტყის თხილი განახლებული გემოთი შესთავაზა. მხოლოდ „მეამას“ ონლაინ მაღაზიაში, ისარგებლე შეთავაზებებით. შეიძინე 4 კოლოფი ტყის თხილი და მიიღე 1 კოლოფი საჩუქრად ან შეიძინე 8 კოლოფი ტყის თხილი და მიიღე საჩუქრად ჭიქა.
თვის აქციის ასე გამოიყურება:
ტყის თხილი | ევროპული ფორმატი | 4 კოლოფი + 1 საჩუქრად - ნაცვლად 75 ლარისა 60 ლარი;
ტყის თხილი | ამერიკული ფორმატი | 4 კოლოფი + 1 საჩუქრად - ნაცვლად 90 ლარისა 72 ლარი;
ტყის თხილი | ევროპული ფორმატი | 8 კოლოფი + ჭიქა საჩუქრად - ნაცვლად 150 ლარისა 120 ლარი;
ტყის თხილი | ამერიკული ფორმატი | 8 კოლოფი + ჭიქა საჩუქრად - ნაცვლად 184 ლარისა 144 ლარი.
კოლუმბიის ნიადაგის, იდეალური კლიმატისა და მზიანი ბრაზილიის ჰავის კომბინაცია აერთიანებს ბრაზილიური ყავისათვის დამახასიათებელ მდიდარ სხეულს, კოლუმბიური ყავის გემოს ინტენსიურობასა და მსუბუქ მჟავიანობას, რაც ფინჯანში ყავის სასიამოვნო და ხანგრძლივ დაბოლოებას განაპირობებს. ამ ნაზავს დამატებული აქვს ტყის თხილის არომატი, რაც სასმელს მეტად ინტენსიურსა და დასამახსოვრებელს ხდის.
აღსანიშნავია, რომ 19 ივლისიდან, მეამას პროდუქციის მიწოდებას GEORGIAN EXPRESS, DHL-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში უზრუნველყოფს.
შეკვეთების მიწოდება 18:00 საათამდე.
50 ლარამდე პროდუქციის მიწოდება | 5 ლარი
50 ლარიდან პროდუქციის მიწოდება | უფასოდ
15:00 საათამდე მიღებული შეკვეთის მიწოდება | მომდევნო დღეს
15:00 საათის შემდეგ მიღებული შეკვეთის მიწოდება | მესამე დღეს
ხუთშაბათს 15:00 საათამდე მიღებული შეკვეთის მიწოდება | პარასკევს
ხუთშაბათს 15:00 საათის შემდეგ მიღებული შეკვეთის მიწოდება | ორშაბათს
პარასკევს 15:00 საათამდე მიღებული შეკვეთის მიწოდება | ორშაბათს
პარასკევს 15:00 საათის შემდეგ მიღებული შეკვეთის მიწოდება | სამშაბათს
შაბათ-კვირას მიღებული შეკვეთის მიწოდება | სამშაბათს
მიწოდება რეგიონებში:
100 ლარამდე პროდუქციის მიწოდება | 15 ლარი
100 ლარიდან პროდუქციის მიწოდება | უფასოდ
მიწოდების დღეები განსაზღვრულია მდებარეობის მიხედვით.
ექსპრეს შეკვეთა თბილისში:
50 ლარამდე პროდუქციის მიწოდება | 10 ლარი
50 ლარიდან პროდუქციის მიწოდება | 5 ლარი
მიღებული შეკვეთის მიწოდება | 1-3 საათამდე
შეკვეთების მიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:30 საათამდე
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.