ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, შეიძინე ფერადი ნივთები Yoyoso-ში სტუდენტური ან სქულ ბარათით გადახდისას ისარგებლე 30%-იანი ფასდაკლებით
ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, შეიძინე ფერადი ნივთები Yoyoso-ში, გადაიხადე სტუდენტური ან სქულ ბარათით და ისარგებლე 30%-იანი ფასდაკლებით.
„იმისთვის რომ ფასდაკლებით ისარგებლო, არ დაგავიწყდეს, გადაიხადო საქართველოს ბანკის ტერმინალზე და მაღაზიის თანამშრომელი გააფრთხილო, რომ Student ან sCool card-ის მფლობელი ხარ.
ფასდაკლების პროცენტი დაითვლება ნივთის საწყისი ღირებულებიდან“, - აღნიშნულია შეთავაზებაში.
თბილისში Yoyoso-ს მისამართებია:
ისთ ფოინთი
პეკინის #7
რუსთაველის გამზ.
თბილისი მოლი
კ. მარჯანიშვილის მოედანი #83/23
ი. ჭავჭავაძის გამზ. #34
ბათუმი:
ი. ჭავჭავაძის ქ. #32 ა
Yoyoso ეს არის კორეული ბრენდი, შეიქმნა 2014 წელს და მის მთავარ ღირებულებას „კრეატივი, ტრენდულობა, მაღალი ხარისხი და საუკეთესო ფასი“ წარმოადგენს;
Yoyoso-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დეკორატიული კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების, ციფრული აქსესუარების, საკანცელარიო ნივთების და საჩუქრების, ყოველდღიური მოდური აქსესუარების, კრეატიული და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების და, რაც მთავარია, სეზონურ პროდუქტების წარმოება გაყიდვა;
Yoyoso-ს ბრენდის ღირებულებაა - ორგანული, ბიოდეგრადირებადი, არატოქსიკური, ბუნებრივ ექსტრაქტებზე დამზადებული პროდუქციის წარმოება და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვა საზოგადოებაში;
Yoyoso როგორც ბრენდი პოზიციონირდება მსოფლიოს 15 ქვეყანაში 1000 ზე მეტის სავაჭრი სახლის სახით. საქართველოში თითქმის წელიწადია რაც შემოვიდა და წარმოდგენილია 5 საფირმო წერტილით. იგეგმება ქსელის გაფართოება როგორც ქვეყნის დედაქალაქში ასევე, რეგიონებში;;
ქართულ ბაზარზე მისი ძლიერი და განმასხვავებელი ფაქტორებია, ბრენდის დატვირთვა წარმომავლობით (კორეა) ბრენდის ღირებულებით როგორც - ორგანული, ბიოდეგრადირებადი, არატოქსიკური, ბუნებრივ ექსტრაქტებზე დამზადებული პროდუქცია, არჩევანის მრავალფეროვნება (კონკურენტებთან მიმართებაში);
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.