მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყოველდღიური მომენტების ახლებური ჟღერადობა – აღმოაჩინე სიახლეები JBL-ის ყურსამენებისა და დინამიკების კოლექციაში

news image
mbc image

გიზიარებთ ბლოგს: ველი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე, რის გამოც, პროდუქციის ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება. აქ შეგიძლია აღმოაჩინო პროდუქტები, რომლებიც, ხშირად საქართველოში მხოლოდ ველის ციფრულ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

 

ამჯერად, ველი აუდიოტექნიკის სფეროს ლიდერი ბრენდის – JBL -ის უახლეს პროდუქტებს გთავაზობს. ბრენდი ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ხმის უმაღლეს ხარისხს აერთიანებს.

 

JBL აგრძელებს ბრენდის დამფუძნებლის – ამერიკელი აუდიო ინჟინრისა და დიზაინერის, ჯეიმს ბულოუ ლანსინგის დაწყებულ ტრადიციას. JBL-ის ფილოსოფია გულისხმობს, რომ ხმა არის თავისუფლების გამოხატვის საშუალება. 

 

 

 

 

JBL-ის დინამიკების Authentics სერია და ახალი JBL Live Beam ყურსასმენები ამ ფილოსოფიის პრაქტიკული განხორციელებაა. ისინი, არამხოლოდ უმაღლესი ხარისხის ხმას უზრუნველყოფენ, არამედ გამოირჩევიან დახვეწილი დიზაინითა და ინტეგრირებული არიან JBL ONE აპლიკაციასთან. 

 

აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად აითვისოს დინამიკის თუ ყურსასმენის შესაძლებლობები და მოარგოს იგი თავის საჭირობებსა და სურვილებს. JBL ONE აპლიკაცია წარმოადგენს ერთიან პლატფორმას JBL-ის Wi-Fi-ით აღჭურვილი პროდუქტების სამართავად. 

 

აპლიკაციის დაყენება ძალიან მარტივია და გთავაზობს ისეთ შესაძლებლობებს, როგორებიცაა აუდიო კალიბრაცია და რამდენიმე დინამიკის ერთმანეთთან დაკავშირება. აპლიკაცია, გთავაზობს პერსონალიზაციის დამატებით შესაძლებლობებსაც, როგორებიცაა ხმის ტემბრის ინდივიდუალური შერჩევა და განათების კონტროლი. გარდა ამისა, JBL ONE-ის საშუალებით შეამოწმებ მოწყობილობების დაკავშირების სტატუსსა და ბატარეის დამუხტვის დონესაც.

 

 

JBL Authentics 300 Portable Wireless Speaker

 

 

 

 

JBL Authentics 300 თავისი სერიის შესანიშნავი წარმომადგენელია. ის აღჭურვილია 100 ვატი სიმძლავრის დინამიკებითა და გამორჩეული ხარისხის სტერეო ხმას გთავაზობს. დინამიკი ძალიან მოსახერხებელია სახლის პირობებში გამოსაყენებლად. ის უკავშირდება ხმოვან ასისტენტებს, როგორიცაა Google Assistant და Amazon Alexa. 

 

Authentics 300-ს აქვს ჩაშენებული ბატარეა, რომელიც 8 საათის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს, ხოლო დამუხტვას 3.5 საათი სჭირდება. დინამიკი აღჭურვილია Wi-Fi და Bluetooth 5.3 კავშირით. Wi-Fi, დინამიკის ავტომატურ პროგრამულ განახლებებსაც უზრუნველყოფს. ამასთანავე, JBL One app კიდევ უფრო გაგიადვილებს დინამიკის კონტროლს.

 

დინამიკი რეტრო, მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა და მარტივად ინტეგრირდება ნებისმიერ ინტერიერში. აქვს ალუმინის მოსახერხებელი სახელური და გაფორმებულია ტყავის დეტალებით.

 

 

JBL Authentics 500 Wireless Home Speaker

 

 

 

 

აქვე უნდა გაიცნო, კიდევ ერთი დახვეწილი, კლასიკური დიზაინით გამორჩეული პორტატიული დინამიკი JBL Authentics 500. მას 270 ვატი სიმძლავრის დინამიკები და შესანიშნავი ხარისხის ხმა აქვს. ამ სერიის სხვა დინამიკების მსგავსად, ძალიან მოსახერხებელია სახლის პირობებში გამოსაყენებლად.

 

Authentics 500 შეგიძლია ჩართო როგორც სადენით, ასევე უსადენოდ, მას აქვს 3.5 მილიმეტრიანი და USB Type-C პორტები. გარდა ამისა, დინამიკთან დაკავშირება შესაძლებელია Wi-Fi-სა და Bluetooth-ის მეშვეობითაც. JBL Authentics 300-ის მსგავსად  მისი მართვაც შესაძლებელია JBL One აპლიკაციითა და ხმოვანი ასისტენტების მეშვეობით. ხოლო, გულის ფორმის ღილაკის მეშვეობით, რომელიც დინამიკის კორპუსზეა განთავსებული, შეგიძლია შენი საყვარელი ფლეილისტი თითის ერთი დაჭერით ჩართო.

 

 

JBL Live Beam 3 True Wireless Earphones

 

 

 

 

ბრენდის განსაკუთრებული სიახლეა, JBL Live Beam სერია. JBL Live Beam 3 უსადენო ყურსასმენებს აქვს 10 მილიმეტრიანი დრაივერები. თითოეული მათგანი ღრმა ბასს, დაბალანსებულ საშუალო დიაპაზონსა და მაღალ სიხშირეს უზრუნველყოფს. ხოლო, დამტენ ქეისზე განთავსებულია 4 სანტიმეტრიანი ეკრანი, რომლითაც მარტივად დააყენებ პარამეტრებს.

 

 

JBL Spatial Sound სისტემა თავს თეატრში, კონცერტზე ან შენი საყვარელი შემსრულებლის სტუდიაში გაგრძნობინებს. ამ სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით, ხმა ისმის პრაქტიკულად ყველა მხრიდან შენს ირგვლივ. 

 

დაარეგულირე ყურსასმენების ხმა სურვილისამებრ: პროგრამა Personi-Fi 3.0 განსაზღვრავს სმენის მახასიათებლებს, ხოლო მობილური აპლიკაცია საშუალებას მოგცემს აირჩიო და შეინახო ინდივიდუალური პარამეტრები. 

 

ორმაგი კავშირისა და სინქრონიზაციის ტექნოლოგიით, უსადენო ყურსასმენები – JBL Live Beam 3 ქეისის გახსნის მომენტიდან, ერთი კლიკით, მარტივად დაუკავშირდება შენს სმარტფონს. ასევე, Multi-Point ფუნქციის მეშვეობით შეგიძლია ორ მოწყობილობას ერთდროულად დაუკავშირდე.

 

აღმოაჩინე ველიზე პრემიუმ ხარისხის აუდიოტექნიკა. შეიძინე JBL-ის უნიკალური დიზაინით შექმნილი ყურსასმენები და დინამიკები.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა