რა PLUS აქვს გუდაურსა და ბაკურიანში დასვენებას
გიზიარებთ ბლოგს: საქართველოს მთიანი კურორტები ყველასთვის საყვარელი დანიშნულების ადგილია ზამთარში. თხილამურებით სრიალი, თოვლიანი პეიზაჟებით ტკბობა და მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად გატარებული დაუვიწყარი მომენტები – ყველაფერი ეს ამ სეზონის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, თუ გინდა, შენი დასვენება კიდევ უფრო საინტერესო და თან სარგებლის მომტანი იყოს, საქართველოს ბანკის განსაკუთრებული შეთავაზებები არ უნდა გამოგრჩეს!
საქართველოს ბანკის PLUS, Student Card-ისა და საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელებს მარტის ბოლომდე გუდაურსა და ბაკურიანის ყველა კვების ობიექტში, სადაც BOG-ის ტერმინალია, დამატებითი PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა აქვთ. ეს მშვენიერი შანსია, რომ შენი ზამთრის თავგადასავალი არა მხოლოდ საოცარი და ლამაზი, არამედ ფინანსურად უფრო მომგებიანიც იყოს.
მიიღე ყოველ გადახდაზე 5-ჯერ მეტი PLUS ქულა, მაქსიმუმ 20 000 ქულა. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს ეს ბარათი, შეგახსენებთ, რომ ციფრული PLUS ბარათისსწრაფად აღება მობილბანკიდან შეგიძლია, ხოლო ფიზიკურის შეკვეთა ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
გუდაურისა და ბაკურიანის ნებისმიერ კვების ობიექტში საქართველოს ბანკის ტერმინალზე სტუდენტური ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულას, მაქსიმუმ 5000 ქულას, დააგროვებ.
ამ განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობა AmEx-ის მომხმარებლებსაც შეუძლიათ და ყოველ გადახდაზე 5-ჯერ მეტ MR ქულას (მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით) დააგროვებენ.
ეს შეთავაზებები შენს დასვენებას ნამდვილ PLUS-ად აქცევს, რადგან ყოველი ფინანსური აქტივობა მეტ შესაძლებლობას უდრის ზამთრის მხიარულ დღეებში. თანაც, PLUS/MR ქულების დაგროვება მომავალ სასიამოვნო გამოცდილებებს უდრის: დაგროვილ ქულებს საქართველოს ბანკის სხვადასხვა პარტნიორი ობიექტის სასურველ პროდუქტსა ან/და სერვისში მარტივად გადაცვლი.
მოკლედ, თუ გუდაურსა და ბაკურიანში დასვენებას გეგმავ, ახლა სწორედ საუკეთესო დროა, რომ თბილად ჩაიცვა, მოიმარჯვო საქართველოს ბანკის ბარათები და PLUS დღეები გაატარო!
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.