რა საჩუქრები დახვდება ახალ და დაბრუნებულ მომხმარებელს მობილბანკში მაისიდან
მობილბანკის ახალ და დაბრუნებულ მომხმარებლებს აპლიკაციაში განსაკუთრებული შეთავაზებები და საჩუქრები ელოდებათ. ასე რომ, თუ მობილბანკი ჯერაც არ გაქვს გადმოწერილი ან ბოლო სამი თვეა არ გისარგებლია აპლიკაციით, დრო მოვიდა, ამაზე იზრუნო.
წინა ბლოგში კამპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია გაგაცანით; 8-კვირიანი კამპანიის პირველი განსაკუთრებული შეთავაზება M საბანკო ნაკრების სამი თვით გააქტიურებაა: კამპანიის ფარგლებში, ახალ მომხმარებლებს 3 თვე უფასოდ გაუაქტიურდებათ საბანკო „M” ნაკრები, ხოლო მათთვის, ვინც ფასიანი ნაკრებით უკვე სარგებლობს, გაუმჯობესებულ პირობებს მიიღებს
თანაც სულ ეს არ არის: ყველა მომხმარებელი ვინც კამპანიაში ჩაერთვება 1 000 PLUS ქულას მიიღებს საჩუქრად!
PLUS ქულებზე თუ არ გსმენია, გეტყვით, რომ ეს არის საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა: მასში ჩართულია საქართველოს ბანკის ბარათის ყველა მფლობელი, ქულების დაგროვება კი ძალიან მარტივად, საქართველოს ბანკის ტერმინალზე PLUS ბარათით გადახდით ან სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის შესრულებით შეიძლება. მოგვიანებით, დაგროვებული PLUS ქულებით შეგიძლია პარტნიორ ობიექტებში გადაიხადო, ისარგებლო ფასდაკლებით ან ქეშბექის აქციით. 400 პლუს ქულა 1 ლარს უდრის.
დავუბრუნდეთ კამპანიის საჩუქრებს. პირველი საჩუქრის შემდეგ, ყოველკვირეულად, რვა კვირის განმავლობაში, აპლიკაციაში დაგხვდება სხვადასხვა მარტივი დავალება, რომელთა საშუალებით მობილბანკს და მის შესაძლებლობებს უკეთ გაიცნობ. დავალებების წარმატებით შესრულების შემთხვევაში აღმოაჩენ ყუთს, რომელშიც წინასწარ არ იცი, რა დაგხვდება, მაგრამ მოულოდნელი სიურპრიზით აუცილებლად დასაჩუქრდები.
აი, რა შეიძლება ამოგივიდეს ყუთში:
ამ ყველაფრის გარდა, არის კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც ყოველკვირეულად მხოლოდ ერთ მომხმარებელს შეხვდება — 1 000 000 PLUS ქულა, რომელიც 2 500 ლარს უტოლდება. ეს საჩუქარი კამპანიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიიღო.
როგორც გითხარით, კამპანიაში მხოლოდ მობილბანკის ახალი და დაბრუნებული მომხმარებლები ჩაერთვებიან. უფრო ზუსტად, ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან მობილბანკის მომხმარებლები, ან ბოლო სამი თვეა (1-ელ მაისამდე), აპლიკაციაში არ შესულან.
კამპანიის მეშვეობით კი, აპლიკაციის ისეთ საინტერესო და გამოსადეგ ფუნქციონალებს თუ სერვისებს აღმოაჩენ, რომლებიც ყოველდღიურობას ერთიორად შეგიმსუბუქებს. აქვე შეგიძლია გაეცნო მობილბანკის სიახლეებს ჩვენს ბლოგზე.
მერე კი, თუ ჯერ კიდევ არ გეგულება მობილბანკი სმარტფონში, არ დაგავიწყდეს, გადმოწერო აპლიკაცია Android ან iOSმოწყობილობისთვის.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.