რა შეთავაზება აქვს Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს მომხმარებლებისთვის
Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ი გარკვეული კაკეგორიის სასტუმრო ნომრებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქცია თვის ბოლომდეა აქტიური.
„შემოუერთდი მარიოტის კამპანიას “STAY LONGER ON US” დაჯავშნე მინიმუმ 7 ღამე და მიიღე 25% იანი ფასდაკლება სანსეტ და ჯუნიორ კატეგორიის ოთახებზე.
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995322999900
შეთავაზება მოქმედებს 31 აგვისტოს ჩათვლით“,- აღნიშნულია სასტუმროს მიერ გაკეთებულ შეთავაზებაში.
„პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ საერთაშორისო ბრენდის Autograph Collections-ის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში.
პარაგრაფი შავი ზღვის მაგნიტური სამკურნალო ქვიშის სანაპიროსა და მრავალწლიან ფიჭვნარს შორის მდებარეობს. კურორტი შეკვეთილი ცნობილია მისი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით და მიკროკლიმატით.
„პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, კომფორტსა და საინტერესო თანამედროვე დიზაინს აერთიანებს.
„პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ ყველა ტიპის დამსვენებელზეა ორიენტირებული და გთავაზობთ როგორც მშვიდ, საოჯახო ტიპის დასვენებას, ასევე შესაბამის სივრცეებს საქმიანი თუ გასართობი შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის.
უნიკალური და რეგიონში ყველაზე დიდი აკვარიუმი ზღვის იშვიათი ბინადრებით, ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებითა და ზღვაში შეჭრილი, 115 მ. სიგრძის აუზი ყველა დამსვენებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილი კი დახურული აკვაპარკია.
„პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ გთავაზობთ 220 ნომერს კერძო აივნებითა ზღვის ულამაზესი ხედებით. ოთახების მოცულობა 170 კვადრატულ მეტრამდე ადის. ნაზი ფერებისა და ზღვით შთაგონებული ხასხასა დეტალების დახვეწილი დიზაინი განტვირთვისა და კომფორტის მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. თითოეული ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ყველა საჭრო ელემენტით. დაისვენეთ ღრუბელივით დიდ და რბილ ლოგინზე, გამოსცადეთ კომფორტული და დახვეწილი მისაღებები, დიდებული აბაზანები და ტროპიკული შხაპები.
ასევე სასტუმრო გთავაზობთ ორ საპრეზიდენტო ოთახს, რომელთა ინტერიერს ულამაზესი თეთრი როიალი ამშვენებს, აქვს კერძო სპორტული დარბაზები და ჯაკუზი.
იდეალური დასვენება წარმოუდგენელია სრული განებივრების გარეშე. პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან შესაძლებლობას გართობისთვის, საქმიანი მოღვაწეობისთვისა თუ უბრალოდ განტვირთვისთვის.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.