რა სიახლეები გელოდება მობილბანკში წინასაზაფხულოდ
გიზიარებთ ბლოგს: ნანატრი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი განწყობაც იცვლება: ვიწყებთ მზადებას დასვენებისა და გართობისთვის. სწორედ ამიტომ, წინასაზაფხულოდ ყველაზე მეტად გვჭირდება სასიამოვნო სიახლეები, განსაკუთრებული შეთავაზებები და, რატომაც არა — საჩუქრებიც.
ამ ყველაფერმა კი ისევ მოიყარა თავი საქართველოს ბანკის მობილბანკში. აპლიკაციის სიახლეები კიდევ უფრო გაგიმარტივებს ყოველდღიურობას და წინასაშვებულებო გაწამაწიასაც შეგიმსუბუქებს. მაშ ასე, აი, რა დაგხვდება განახლებულ მობილბანკში:
ეს სიახლე, როგორც „გემრიელი ლუკმა“, ალბათ ბოლოსთვის უნდა შემოგვენახა, მაგრამ გულმა არ მოგვითმინა. შეიძლება ჩვენი სხვა ბლოგიდან კიდეც შეიტყვე უკვე ამ ამბის შესახებ.
საქმე ისაა, რომ ახალ და დაბრუნებულ მომხმარებლებს მობილბანკში განსაკუთრებული საჩუქრები დახვდებათ. თუკი მობილბანკი ჯერ კიდევ არ გადმოგიწერია, აპლიკაცია ბოლო სამი თვეა (1-ელ მაისამდე) არ გაგიხსნია, ან სულაც საქართველოს ბანკის მომხმარებელი არ ხარ, ეს შეთავაზება სწორედ შენ გეხება.
აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლის მერე ან 3-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებისას, შენთვის პირველი სიურპრიზი არის საბანკო ნაკრები საჩუქრად ან გაუმჯობესებული პირობებით. ნაკრები თითქმის ყველა საჭირო საბანკო პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის, ბარათის სტანდარტულ დაცვას, სხვა ბანკში საკომისიოს გარეშე გადარიცხვას (ლიმიტის ფარგლებში), ავტომატურ გადახდებსა და სხვა.
ამას გარდა, მიიღებ 1000 PLUS ქულას. PLUS ქულები საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამაა — მათი დაგროვება ყოველი გადახდით შეგიძლია, მერე კი დაგროვებულ ქულებს სასურველ შეთავაზებებში გადაცვლი ან გადახდის მეთოდად გამოიყენებ (400 PLUS ქულა 1 ლარია).
ნაკრებთან და PLUS ქულებთან ერთად, მომდევნო კვირების განმავლობაში მიიღებ მარტივ დავალებებს, რომელთა საშუალებითაც მობილბანკის აპლიკაციას და მის შესაძლებლობებს უკეთ გაიცნობ. დავალებების შესრულების შემდეგ, გახსნი ყუთს, რომელშიც ამოგივა სხვადასხვა საჩუქარი, მაგალითად, გაოცმაგებული PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა, 10 000 ან სულაც მილიონი PLUS ქულაც კი. სააქციო საჩუქრებზე უფრო მეტს ამ ბლოგში გაიგებ.
ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა ნაწილ-ნაწილ გადახდით და ქულებით
სასაჩუქრე ბარათებზე ხომ გსმენია? შეიძლება უკვე გამოგიყენებია კიდეც. ეს არის ციფრული ვაუჩერი, რომელიც შეგიძლია მობილბანკში მარტივად შეიძინო და ადრესატს მისალოცი ტექსტით გაუგზავნო. სასაჩუქრე ბარათების გამოყენება უამრავ პარტნიორ მაღაზიასა და ობიექტშია შესაძლებელი.
ამიერიდან კი, სასაჩუქრე ბარათები შეგიძლია ნაწილ-ნაწილ გადახდით, PLUS ან MR ქულებით შეიძინო. მას შემდეგ, რაც სასურველ მაღაზიასა და ბარათს აირჩევ, მომდევნო გვერდზე აპლიკაცია შეგეკითხება, რა მეთოდით გსურს გადახდა. აქვე გამოჩნდება, რამდენია ნაწილ-ნაწილ გადახდის ლიმიტი შენთვის. თუ მას აირჩევ, ნახავ გადახდის გრაფიკსაც და სურვილისამებრ დაეთანხმები.
სასაჩუქრე ბარათები შეგიძლია ასევე შეიძინო ხელმისაწვდომი PLUS ან MR ქულებით. მობილბანკის „ჩემი სივრციდან“ ისედაც ნახავ, რა თანხას უტოლდება შენი დაგროვებული ქულები. გადახდის გვერდზე კი ქულები ავტომატურად დაკონვერტირდება და მარტივად შეიძენ სასურველ სასაჩუქრე ბარათს.
რამდენჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა სახლიდან გარეთ გასულს ნაღდი ფული სასწრაფოდ დაგჭირდა, მაგრამ ბარათი თან არ გქონია, რომ ბანკომატიდან თანხა გამოგეტანა? ასეთი უხერხულობების თავიდან ასაცილებლად, მობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა — თანხის განაღდება QR კოდით.
ეს ამბავიც ძალიან მარტივია: ბანკომატის ეკრანზე გამოსახულ QR კოდს აპლიკაციიდან დაასკანერებ (დასასკანერებელ ღილაკს ზედა მარცხენა კუთხეში იპოვი), შემდეგ კი, მობილბანკიდან გააგრძელებ პროცესს: აირჩევ, რომელი ბარათიდან რა თანხის განაღდება გსურს.
ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობ მობილბანკით, გადმოწერე აპლიკაცია Android ან iOS მოწყობილობისთვის და გაიმარტივე ყოველდღიურობა.
მობილბანკზე სიახლეებს შეგიძლია თვალი ადევნო ჩვენს ბლოგზეც.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.