მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა უნდა იცოდეთ ღვინის ჭურჭლისა და მოწყობილობების მოვლის შესახებ | Domino

news image
mbc image

გიზიარებთ დომინოს ბლოგს: სახლში ღვინის დაყენება ძალიან საპასუხისმგებლო პროცესია და განსაკუთრებული ჰიგიენური ნორმების დაცვასაც მოითხოვს. საქმე იმაშია, რომ ჭურჭლისა თუ მოწყობილობების სისუფთავე, რომლებსაც ამ დროს იყენებთ, ღვინის ხარისხსა და გემოზე უდიდეს გავლენას ახდენს. უფრო მეტიც: არასწორმა მოვლამ შეიძლება, თქვენი სასმელი გააფუჭოს და მთელი თავდაუზოგავი შრომა წყალში ჩაგიყაროთ.

რთველი და მისი წინა პერიოდი სწორედ საღვინე ჭურჭლისა და მოწყობილობების გამზადების დროა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ის აქტუალური რჩევები გაგიზიაროთ, რომლებიც მათი სათანადო დასუფთავებისთვის ძალიან გამოგადგებათ.

როდისაა საჭირო გარეცხვა და დეზინფექცია

შესაძლოა, გასულ წელს ყველაფერი კარგად გარეცხეთ და საგულდაგულოდ დაცულადაც შეინახეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია, ნებისმიერი ჭურჭელი ან მოწყობილობა, რომელიც ღვინის დაწურვის ან დაყენების დროს გჭირდებათ, ყველა გამოყენების წინ თუ შემდგომ გულდასმით დაასუფთაოთ და დეზინფექციაც ჩაუტაროთ.

რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ ის სივრცეც, სადაც მთლიანი პროცესი მიმდინარეობს: ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად დაიცავით ჰიგიენური ნორმები, რადგან თქვენი ღვინის ხარისხი სწორედ მათზეა დამოკიდებული.

რა საშუალებები გამოიყენება ჭურჭლისა და მოწყობილობების გასარეცხად

სინამდვილეში რეცხვის პროცესი არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. საქმე იმაშია, რომ ჭურჭელში უმცირესი ნარჩენიც არ უნდა დატოვოთ, რადგან შემდგომში ის ღვინის გემოს ცვლის. გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტულ სარეცხ საშუალებებს ასეთ დროს ვერ გამოიყენებთ, რადგან მათი კვალიც სასმლის ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

რა თქმა უნდა, პირველი, რაც აუცილებლად გჭირდებათ, ონკანის სუფთა წყალია. ღვინის ჭურჭლისთვის უმჯობესია, მაღალი ჭავლით ისარგებლოთ, რადგან ის არასასურველ ნადებს ან ნარჩენს მარტივად გაუმკლავდება. ზოგადად, რეცხვისა და გავლების დროს ცივი წყალი გამოიყენეთ, სულ ბოლოს კი პროცესი ცხელით დაასრულეთ, თუმცა გაითვალისწინეთ მასალის სპეციფიკაც, რათა ძალიან მაღალმა ტემპერატურამ ჭურჭელი ან მოწყობილობა არ დაგიზიანოთ.

ამავე რეკომენდაციის გათვალისწინება მოგიწევთ საშუალებების შერჩევისასაც, რადგან ისინიც ჭურჭლის მასალასთან აუცილებლად თავსებადი უნდა იყოს. რაც შეეხება თავად საშუალებებს, შეგიძლიათ, მაგალითად, წყალბადის პეროქსიდი ან ნატრიუმის კარბონატი გამოიყენოთ. ისინი ჭუჭყს მართლაც საუკეთესოდ უმკლავდება. ეფექტიანია ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით სარგებლობაც, რომლებიც დასუფთავებისთვის ასევე ხშირად გამოიყენება.

დეზინფექცია — ჰიგიენის მნიშვნელოვანი ეტაპი

ზოგადად ღვინის ჭურჭლისა და მოწყობილობების მოვლა ორეტაპიანია: თავდაპირველი გარეცხვის შემდეგ მათი დეზინფექცია — მიკორბებისა და ბაქტერიებისგან გაწმენდაა საჭირო. სწორედ დეზინფექცია დაგეხმარებათ, ღვინო დამაბინძურებელი მიკროორგანიზმებისგან საუკეთესოდ დაიცვათ.

დეზინფექციისთვის კარგი საშუალება მაღალი ტემპერატურაა, რისთვისაც შეგიძლიათ როგორც სპეციალური ღუმელი, ისე ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიყენოთ, თუმცა წინასწარ დარწმუნდით, რომ მასალა, რომლის დეზინფექციაც გსურთ, ტემპერატურას აუცილებლად გაუძლებს. რაც შეეხება სადეზინფექციო ხსნარებს, ამ შემთხვევაში იოდოფორი გამოგადგებათ, რომელიც საკვები მომსახურებისა თუ სამედიცინო სფეროებში სანიტარული ნორმების დაცვისთვის ფართოდ გამოიყენება. კარგი საშუალებებია ნატრიუმის მეტაბისულფიტი და კალიუმის ბისულფიტიც, რომლებიც მეღვინეობაში დეზინფექციის მიზნით საკმაოდ გავრცელებულია. ღვინის დაყენებაში გამოცდილი ადამიანები ფოსფორის მჟავითაც სარგებლობენ, რადგან ეს ნივთიერება მიკრობებს ეფექტიანად უმკლავდება. თანაც, მისი გამოყენება ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებთან ერთადაც შესაძლებელია.

გაითვალისწინეთ, რომ რეცხვისა და დეზინფექციის შემდეგ საჭიროა, ჭურჭელიცა და მოწყობილობაც ისე გაავლოთ, რომ მასზე რომელიმე საშუალების სუნი არ დარჩეს, შემდეგ კი საგულდაგულოდ გაამშრალოთ.

დამხმარე მოწყობილობები, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ

არსებობს სპეციალური მოწყობილობებიც, მაგალითად, სარეცხი აპარატები ან სავლებები რომლებიც ბოთლებისა თუ სხვა ჭურჭლის რეცხვისა და დეზინფექციისთვის გამოიყენება. ისინი ამარტივებს პროცესს, იდეალურად ასუფთავებს შიგთავსს და ზოგავს როგორც დროსა თუ ენერგიას, ისე სადეზინფექციო საშუალებებს.

რა თქმა უნდა, აუცილებლად დაგჭირდებათ სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჯაგრისებიც, რომლებიც დაგეხმარებათ, ყველაზე რთულად მისადგომი ნაწილებიც კი საუკეთესოდ გასუფთავდეს.

აქციეთ ეს რჩევები ღვინის დაწურვისა და დაყენების აუცილებელ ნაწილად. მათი დახმარებით, მართლაც საუკეთესო ღვინოს დაამზადებთ და თქვენი, როგორც მეღვინის გამოცდილებასაც გაამდიდრებთ. და რადგან ახლა რთველის სეზონისთვის დომინოშიც განსაკუთრებული სამზადისი გვაქვს, გვესტუმრეთ და თქვენი ჭურჭლისა და მოწყობილობების მოვლის საშუალებები ჩვენს კონსულტანტებთან ერთად შეარჩიეთ.

ვრცლად იხილეთ

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა