რას გულისხმობს Ecovilla-ს კონცეფცია
„ეკოვილა“ ის ინოვაციური პროექტია, რომელიც თბილისთან ახლოს, საგურამოსთანს მაღალი ხარისხის ეკომეგობრულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ბეგაძე Busiess Insider Georgia- თან ამბობს, აქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ასევე ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს ისეთი რესურსები, როგორიც არის მზის სხივები ენერგიის მისაღებად, უნიკალური ფლორა და ფაუნა სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის, დაბურღული უგემრიელესი წყალი, ნაყოფიერი მიწა სასათბურე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისთვის, ამ გზით „ეკოვილა“ უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, რაც დღეს თითოეული ადამიანისთვის ყველაზე მოთხოვნადია მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასახლებას აქვს საკუთარი დაბურღული უნიკალური წყალი, მაღალმთიანი სტატუსიდან გამომდინარე ასევე ბუნებრივი აირზე განსხავავებული შეღავათიანი ტარიფია. სიმყუდროვეს და უსაფრთხოებას დამატებით უკვე მოქმედი ჭკვიანი დაშვების სისტემა, მზის ენერგიაზე უკვე მოქმედი ქუჩის განათება და სხვადასხვა მსგავსი გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს. კიდევ ბევრი სიახლის მოლოდინში ვართ“, - აცხადებს გიორგი ბეგაძე Busiess Insider Georgia- თან.
ამდენად, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მათი მიზანი თავიდანვე იყო უნიკალური დასახლების შექმნა, რომლის მდებარეობას რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ყურადღებით არჩევდნენ. საბოლოოდ კი, პროექტის განხორციელება თბილისიდან 20 წუთის სავალზე, 20 კმ-ის დაშორებით, ტყეში ჩაფლულ უნიკალურ მდელოზე, ზღვის დონიდან 800 მ-ზე გადაწყდა.
„7 ჰექტარ მიწის ფართზე მხოლოდ 50 მდე ვილის თაუნჰაუსის მშენებლობა იგეგმება.
მიმდინარე ეტაპზე დეველოპერულ კომპანიას უკვე დასრულებული აქვს ელ.ენერგიის, წყალმომარაგების, ბუნებრივი აირის და წყალარინების სამუშაოები ყველა მიწის ნაკვეთზე. ყველა კომუნიკაცია მიწის ქვეშ არის განთავსებული. მშენებლობის ნებართვები და დეველოპერული კომპანიის სტრატეგია დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას უზრუნველყოფს.
„ეს იქნება ერთადერთი დასახლება, სადაც ერთის მხრივ ტყე და სუფთა ჰაერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება ოჯახებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ეკომეგობრული და ჭკვიანი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები დასახლების მდგრადობასა და ცხოვრების მაღალ ხარისხზე იზრუნებს. უკვე მუშაობს მზის ენერგიაზე ქუჩის განათება და დასახლებაზე დაშვების ჭკვიანი სისტემა.
თითოეულ ვილის სახურავზე დამონტაჟდება მზის ენერგიის პანელები, რომელთა საშუალებით აქ მცხოვრები ადამიანები ელმოხმარების ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებენ, სურვილის შემთხვევაში ნამეტი ენერგიის გაყიდვასაც შეძლებენ, რამაც პრაქტიკულად წლის განმავლობაში შესაძლოა, გაუნულოთ ელექტროენერგიის ხარჯი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასახლებას აქვს საკუთარი დაბურღული უნიკალური წყალი. დასახლებაში დამონტაჟდება მხოლოდ უახლესი თაობის გამწმენდი დანადგარები. მაღალმთიანი სტატუსიდან გამომდინარე დასახლებას ასევე ბუნებრივი აირიზე შეღავათიანი ტარიფი აქვს. პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დეველოპერულ კომპანიას უკვე დასრულებული აქვს რაც ყველა კომუნიკაციის თითოეულ ნაკვეთში მიყვანას გულისხმობს, მიმდინარე ეტაპზე მესაკუთრეებთან ერთად პროექტირება და მშენებლობის დაგეგმვა.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტირება და მოზიდვა“, - აცხადებენ კომპანიაში.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.