მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

რას ნიშნავს ვალუტის ღირებულების ცვლა?

news image
mbc image

გიზიარებთ ბლოგს:

დღეს ვალუტა ბევრ რამეზე ახდენს გავლენას − საერთაშორისო ვაჭრობიდან დაწყებული, ონლაინშოპინგით დამთავრებული. ხშირად გვსმენია, რომ „ვალუტა დასუსტდა“ ან „დოლარი გამყარდა“ − რას ნიშნავს ეს და რატომ არის მნიშვნელოვანი?

ვალუტის დასუსტება − როგორ მოქმედებს ეს შენზე?

ვალუტის დასუსტება ნიშნავს, რომ ის სხვა ვალუტასთან შედარებით ნაკლებად ღირებულია. მაგალითად, თუ ადრე 1 € 1.2 $ ღირდა, ახლა კი მხოლოდ 1.05 დოლარს უდრის − € დასუსტებულია

რას იწვევს ეს?

  • უცხოური პროდუქცია ძვირდება − იმპორტირებული ტანსაცმელი, ტექნიკა, საწვავი შეიძლება უფრო მეტი დაგიჯდეს
  • მოგზაურობა ძვირდება − სხვა ქვეყანაში გამგზავრება ძვირი ჯდება, რადგან ადგილობრივი ფული ნაკლებად ღირებულია
  • ექსპორტი იზრდება − უცხოელებისთვის შენი ქვეყნის პროდუქცია იაფდება, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ეხმარება მეტის გაყიდვაში

დასუსტებული ვალუტა ხშირად დაკავშირებულია:

  • ეკონომიკურ გაურკვევლობასთან
  • პოლიტიკურ არასტაბილურობასთან
  • ბაზრის ნდობის შემცირებასთან

ვალუტის გაძლიერება − ყოველთვის კარგია?

მეორე მხრივ, როდესაც ვალუტა ძლიერდება, ის სხვა ვალუტებთან შედარებით უფრო ღირებული ხდება

გაძლიერებული ვალუტა ნიშნავს:

  • უცხოური პროდუქცია იაფდება − უცხოური ბრენდები, ტექნიკა და სერვისები იაფი ხდება
  • მოგზაურობა იაფია − შეგიძლია ნაკლები თანხით მეტი მიიღო საზღვარგარეთ
  • მაგრამ… ექსპორტი ძვირდება − შენი ქვეყნის პროდუქტი უცხოელებისთვის ძვირი ხდება, რამაც შეიძლება ადგილობრივი წარმოება დააზარალოს

რატომ უნდა გაინტერესებდეს ეს ყველაფერი?

თუ საერთაშორისო პროდუქტებს ყიდულობ, მოგზაურობას აპირებ ან ფულს აინვესტირებ, ვალუტის ცვლილებები შენს ჯიბეზე პირდაპირ მოქმედებს. ამიტომ მნიშვნელოვანია გესმოდეს, რას ნიშნავს „დასუსტება“ და „გაძლიერება“ − ეს უბრალოდ ეკონომისტების ტერმინები კი არა, ყოველდღიური ფინანსური გადაწყვეტილებების ნაწილია.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტ ქულა

07.02.2026.13:00

თუ ხარ საქართველოს ბანკის და Kiwi Post-ის მომხმარებელი შენი ამანათებით უკვე ქულების დაგროვებაა შესაძლებელი.

„გადაიხადე Kiwi Post-ის საიტზე PLUS ბარათით და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა.

Kiwi Post გეხმარება სწრაფად და მარტივად მიიღო ამანათები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან - კომფორტულად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

აქცია ძალაშია თებერვლის ბოლომდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა