მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას სთავაზობს ყვარლის ღვინის გვირაბი ტურისტებს

news image
mbc image

ყვარლის ღვინის გვირაბი, რომელსაც „მეღვინეობა ხარება“ ფლობს, ტურისტების საყვარელი ადგილია. როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia-თან ამბობს ტურისტული ობიექტი ყვარელში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ვიზიტორები. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან .

რას სთავაზობს ყვარლის ღვინის გვირაბი სტუმრებს:

„გვაქვს სპეციალური ტურები. ღვინის დეგუსტაცია ხდება გვირაბში. გვირაბის სიგრძეა 7,7 კილომეტრი. სტუმრები შედიან გვირაბში, ათვალიერებენ ამ უნიკალურ ღვინის საცავს. ადგილზე ხდება იმ ღვინის დაგემოვნება, რომელსაც სტუმარი თავად აირჩევს. დეგუსტაციაში შედის წასახემსებელი, ასევე კომპანია სთავაზობს სტუმრებს ყურძნის უნიკალურ წიპწის ზეთს. გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ საკოლექციო ვენახი, სადაც 311 ჯიშის ვაზია გაშენებული. ტურისტებს ემსახურებათ ელექტრომობილი და გიდი. ამის გარდა ტურში შედის „კულინარიული მასტერკლასები“, ასევე სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ქართული ტრადიციული კერძები თავად მოამზადონ და დააგემოვნონ. აქვეა რესტორანიც“, - აცხადებენ კომპანიაში.

ფასები: ღვინის გვირაბის დათვალიერება - 1 სტუმარი 7,00 ლარი, საკოლექციო ვენახების დათვალიერება ელექტრომობილით - 10,00 ლარი;

პაკეტი „კლასიკური“ - 2 კლასიკური ღვინის დეგუსტაცია - 1სტუმარი 14,00 ლარი, 10 + სტუმარი 12 ლარი. პაკეტი „ქვევრი“ - 1 სტუმარი 17,00 ლარი, 10+სტუმარი 15,00 ლარი

პაკეტი „მიქსი“ – 3 ქვევრის ღვინის დეგუსტაცია - 1 სტუმარი 25,00 ლარი. პაკეტი „დეგუსტაცია და მასტერკლასები“ – 4 სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის დეგუსტაცია, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება - 1 სტუმარი 45,00 ლარი; 10+ სტუმარი 40,00 ლარი.

პაკეტი „ქართული ნაციონალური“ - 4 სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის დეგუსტაცია, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა წალამზე, ხაჭაპურის ან ლობიანის გამოცხობა, ხინკლის მოხვევა - 1 სტუმარი 65,00 ლარი; 10+სტუმარი 53,00 ლარი.

პაკეტი „პრემიუმი“ - 6 სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის დეგუსტაცია, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა წალამზე, ხაჭაპურის ან ლობიანის გამოცხობა, ხინკლის მოხვევა - 1 სტუმარი 80,00 ლარი; 10+სტუმარი 70 ლარი.

ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ მიერ შექმნილი უნიკალური ღვინის საცავი და ტურისტული კომპლექსი „ყვარლის ღვინის გვირაბი“.  ეს არის ადგილი, რომელიც ქართველ და უცხოელ ტურისტს ერთნაირად იზიდავს და მათში დაუვიწყარ ემოციებს აღვიძებს.

გვირაბი, რომელიც კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, 1962 წელს სპეციალურად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა. მთელი წლის მანძილზე გვირაბის ტემპერატურა 12-16°C -მდე მერყეობს, რაც იდეალურ პირობას ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის. გვირაბში არსებული ღვინის ბოთლები განლაგებულია ჰორიზონტალურად ან თავდაყირა მდგომარეობაში იმისთვის, რომ ღვინის დაძველების პერიოდში საცობი მუდმივად სველი იყოს.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ღვინის გვირაბის საერთო  სიგრძე 7.7 კმ-ია, რომელიც ორი მთავარი და 13 მათი დამაკავშირებელი გვირაბებისგან შედგება. გვირაბის ორი შესასვლელიდან ერთს ტურისტული დანიშნულება აქვს, ხოლო მეორე შესასვლელიდან ხდება იმ ღვინოების მოვლა და დავარგება, რომლებიც მეტალისა და მუხის ჭურჭელში ინახება. სწორედ  ამ ნაწილში შეუძლია სტუმარს დაათვალიეროს ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 26 000-მდე ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება. ყველაზე ძველი საკოლექციო ღვინო 17 წელს ითვლის.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა