რატომ უნდა შეიძინო ბინა მშვიდ და მწვანე უბანში? - გაიგე მეტი ფასდაკლებების შესახებ, რომლებსაც პარტნიორი დეველოპერები გთავაზობენ
სახლი არის ადგილი, სადაც თავს მშვიდად, მყუდროდ და ბედნიერად გრძნობ. ხმაურიან ქალაქში რთულია მყუდრო სივრცის პოვნა, თან ბუნებასთან ახლოს რომ იყო და თან არც ძალიან შორს ურბანული ცხოვრებისგან. ამ ბლოგში მოგიყვებით, 3 პროექტის შესახებ, რომლებიც აუცილებლად დაგაინტერესებს, თუ გინდა ფასდაკლებით შეიძინო სახლი:
“მონოლითი გრინ სითი” თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში, რეკრეაციულ ზონასთან ახლოს მდებარეობს. გამწვანებული ეზო, დენდროლოგიური ბაღებით გარშემორტყმული კომპლექსი, სუფთა ჰაერი და პანორამული ხედები თავს აქტიური ქალაქიდან შორს, აგარაკზე გაგრძნობინებს. კომპლექსი აერთიანებს სხვადასხვა დატვირთვის სივრცეს, ამიტომ სპორტული აქტივობისთვის თუ განტვირთვის დღის მოსაწყობად სახლიდან გასვლაც კი არ მოგიწევს. აქ დაგხვდება აუზი, ფიტნეს დარბაზი, სპორტული და საბავშვო მოედნები, ბოლო პერიოდის ყველაზე პოპულარული სპორტის, პადელის, კორტები. კომპლექსის მახლობლად არის ტბა და საპიკნიკე სივრცე, სადაც საუკეთესო დროს გაატარებ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. “მონოლითი გრინ სითი” აერთიანებს ადამიანებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა, ბუნებასთან სიახლოვე და ჯანსაღი ცხოვრება, ამიტომ კომპლექსში მოეწყობილია ველობილიკები და ავტომობილებისგან თავისუფალი, ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხო ეზო.
კომპლექსი უკვე დასრულებულია და რემონტის დაწყება ბინის შეძენისთანავე შეგიძლია, ხოლო თუ შეთავაზებით ისარგებლებ, კვ.მ-ზე – 100$-იან, შერჩეულ ბინებზე კი 180$-მდე ფასდაკლებას მიიღებ, როგორც საქართველოს ბანკის მომხმარებელი.
განცხადების შესავსებად ან მეტი დეტალის გასაგებად ამ ბმულს ეწვიე.
სამშენებლო კომპანია „ოსტატი“ ინდივიდუალური მიდგომითა და დეტალებზე ზრუნვით გამოირჩევა. განსაკუთრებით კონტროლდება სამშენებლო მასალების ხარისხი და მდგრადობა. „პანორამა ზაჰესი“ თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც შეგიძლია იცხოვრო ქალაქური ქაოსისგან მოშორებით, გამწვანებულ, მშვიდ და კომფორტულ გარეუბანში, მაგრამ სულ რაღაც ნახევარ საათში მიხვიდე ქალაქის ცენტრამდე. მაცხოვრებლების უსაფრთხოებაზე უწყვეტ რეჟიმში იზრუნებს დაცვა, გათვალისწინებულია საპარკინგე ზონები. მშენებლობა 6 თვეში სრულდება. თუ ბინის შეძენას იპოთეკური სესხით გადაწყვეტ, ექსკლუზიურ 15%-იან ფასდაკლებას მიიღებ. ეფექტური ლარში: 16.55%-დან.
შეავსე განცხადება ამ ბმულზე ან დაგვიკავშირდი მეტი დეტალის გასაგებად.
UPCO დეველოპმენტის პროექტი დიდი დიღმის კომპლექსი თეიმურაზ I-ის ქუჩაზე შენდება, არქიტექტურის დიზაინი გამოირჩევა დახვეწილი, თანამედროვე, და მწვანე დაგეგმარებით, სადაც ყველა მაცხოვრებელს შეუძლია საკუთარი გემოვნებით მოიწყოს მისთვის კომფორტული და მყუდრო საცხოვრებელი. პროექტი ითვალისწინებს საბავშვო სივრცეებს, მწვანე ეზოებს, კომერციულ ფართებს და ორსართულიან მიწისქვეშა პარკინგს. მიწისქვეშა პარკინგი საუკეთესო გადაწყვეტაა, რომ ეზო არ გადაიტვირთოს მანქანებით და მეტი სივრცე დარჩეს დასვენების, გართობისა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. დიდი დიღმის კომპლექსში თუ ბინის შეძენას იპოთეკური სესხით გადაწყვეტ, ექსკლუზიურ 5%-იან ფასდაკლებას მიიღებ.
განცხადების შესავსებად ან მეტი დეტალის გასაგებად ამ ბმულს ეწვიე.
ქალაქში მწვანე უბანში ცხოვრება არ ნიშნავს ქალაქისგან გაქცევას – პირიქით, ეს არის ხარისხიანი, მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობა ურბანულ სივრცეშივე, სადაც უკეთესად ზრუნავ შენს ჯანმრთელობაზე, დასვენებასა და ყოველდღიურ კომფორტზე. ასე რომ თუ ბინის შეძენას გეგმავ, გამოიყენე შანსი და აირჩიე შენთვის სასურველი პროექტი.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.