რეკომენდაციები, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, ნინიასაგან!
იხილეთ ბლოგი: აკნე, 21-ე საუკუნის გამოწვევა გახდა! არსებობს მისი აკნეს გამომწვევი სხვდასხვა მიზეზი: P-acnes ბაქტერია, ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ.
კანის ამ დაავადების სამკურნალოდ, ხშირად უამრავ რესურსს ვხარჯავთ. ამ კონდიციასთან ბრძოლის მრავალი საშუალებაც არსებობს. თუმცა, არის რამდენიმე ინგრედიენტი, რომელიც ოქროს სტანდარტად ითვლება.

დღეს, მინდა აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის განკუთვნილი საუკეთესო ინგრედიენტები გაგაცნოთ.
ამ ინგრედიენტზე ჩატარებული ათასობით კლინიკური კვლევა, ბენზოლის ზეჟანგს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და დროში გამოცდილ ინგრედიენტად წარმოადგენს.
BPO არის ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტი. იგი, ებრძვის გამონაყარის გამომწვევ P-acnes ბაქტერიას, კანის ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე.
ეფექტურია 2.5% დან – 10% მდე. ის არ წარმოადგენს ამქერცლავ ინგრედიენტს, როგორც ჰგონიათ ხოლმე. ხშირად, ის, იწვევს კანის სიმშრალეს და გაღიზიანებას. სწორედ, ამიტომ სჯობს მსგავსი ინგრედიენტები კანს დაბალი კონცენტრაციით და ჩამოსაბან ფორმაში გავაცნოთ.
შეიცავს 4% ბენზოლის ზეჟანგს, კერამიდებს, ნიაცინამიდს და ჰიალურონის მჟავას. აქვს კრემოვანი ტექსტურა და არ ტოვებს დაჭიმულობის შეგრძნებას. ეფექტურია აკნეს, ღია კომედონების სამკურნალოდ და პრევენციისთვის. არ შეიცავს სურნელოვან დანამატებს.
კარგი იქნება, თუ პროდუქტს დაიტოვებთ მინიმუმ 1 წუთი სახეზე და შემდეგ ჩამოიბანთ.
გახსოვდეთ, რომ ბენზოლის ზეჟანგი ახუნებს ქსოვილს. გამოიყენეთ თეთრი ფერის პირსახოცი.
PRO tip შეგიძლიათ გამოიყენოთ ზურგის აკნეს, სხეულზე არსებული არასასიამოვნო სუნის და ჩაბრუნებული თმის საწინააღმდეგოდაც კი.
კიდევ ერთი ეფექტური ინგრედიენტი აკნეს საწინააღმდეგოდ სალიცილის მჟავაა.
სალიცილის მჟავა, ცხიმში ხსნადი ინგრედიენტია, რისი გამოც უფრო ღრმად აღწევს კანში. ფექტურად ებრძვის ღია და დახურულ კომედონებს, ცხიმოვან ფილამენტებს და პიგმენტურ ლაქებს.

აკნეს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზები, შესაძლოა ცხიმის ჭარბი გამოყოფა იყოს. რამაც, შესაძლოა, ფორების დახშობა და მომავალში ღია ან დახურული კომედონები გამოიწვიოს. სწორედ კანის ცხიმიანობას და დახშულ ფორებს ებრძვის აღნიშნული ინგრედიენტი.
გარდა, ექსფოლიაციისა, სალიცილი გვეხმარება მკვდარი პიგმენტური უჯრედების მოშორებაშიც. რაც, მის გამოყენებას ეფექტურს ხდის PIH (პოსტ ანთებითი ჰიპერპიგმენტაციის) – ის წინააღმდეგ
შეიცავს 2% სალიცილის მჟავას. ქაფდება ძალიან ნაზად, გარდა სალიცილისა ფორმულაში გვხვდება ნიაცინამიდი და კერამიდები. აღნიშნულუ დასაბანი, არ იწვევს კანის ძლიერ გამოშრობას და სიღრმისეულად ასუფთავებს მას.
BHA მჟავის გამოყენება დაიწყეთ ფრთხილად, კვირაში რამდენჯერმე. მას შემდეგ კი, რაც კანი ტოლერანტული გახდება, სალიცილის გამოყენება დილა – საღამოსაც შეგიძლიათ.
სალიცილის მჟავის ყველაზე ეფექტური მაჩვენებელია 0.5 -2%
ეს პოსტი სრულყოფილი არ იქნებოდა, თუ არ ვისაუბრებდი რეტინოიდებზე. კერძოდ, მის სინთეტიკურ ფორმაზე Adapalene-ზე.
Adapalene, A ვიტამინის ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული. შეიქმნა იმისთვის, რომ ნაკლებად გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და იყოს ისეთივე ეფექტური როგორ რეტინოიდების უმაღლესი ფორმა ტრეტინოინია (tretinoin).
რეტინოიდები აჩქარებს კანის მეტაბოლიზმს. იწვევს ბუნებრივ ექსფოლიაციას, ანორმალიზებს კერატინიზაციას, რის ხარჯზეც მცირდება კომედონები.
აქვს საშუალო ანთებისსაწინააღმდგეო მოქმედება. ეხმარება წითელ გამონაყარს დამშვიდებაში, აშორებს მზით დაზიანებულ უჯრედებს.
რამდენიმე რენდომიზირებული კვლევის თანახმად, კარგი ჩვენება აქვს ფოტო-დაბერების და ნაოჭების საწინააღმდეგოდ. ამცირებს PIH ანუ პოსტ-ანთებით ჰიპერპიგმენტაციას.

ამერიკული ფორმულაა, რომელიც შეიცავს 0.1% adapalene-ს. FDA-ის მიერ აღიარებულია, როგორც ეფექტური საშუალებაა აკნეს, ღია და დახურული კომედონების, დახშული ფორების საწინააღმდგეოდ.
გასათვალისწინებელია, რომ არის საკმაოდ ძლიერი ინგრედიენტი, რომელიც გამოიყენება ღამის რუტინაში. უმჯობესია, თუ მის გამოყენებამდე გაესაუბრებით მკურნალ ექიმს.
აკნეს საწინააღმდეგო ინგრედიენტებთან ერთად, არ უნდა დაგავვიწყდეს კანის ბარიერის დაცვა და მისი მუდმივად დატენიანება.
უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ კანის ბუნებრივი ბარიერი და აუცილებლად დავიტენიანოთ სახე, განსაკუთრებით აკნეს საწინააღმდეგო ინგრედიენტების გამოყენების პარალელურად, რათა თავიდან ავირიდოთ კანის გაღიზიანება.
აკნესკენ მიდრეკილი, ცხიმიანი კანის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მსუბუქი და არაკომედოგენური დამატენიანებელი.

შეიცავს კერამიდებს, ნიაცინამიდს და ჰიალურონის მჟავას. ეფექტური და მსუბუქი ფორმულა მარტივად ნაწილდება კანზე. არ შეიცავს ალერგენებს და კომედოგენურ ინგრედიენტებს.
აკნეს მკურნალობის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ კანი მზის მავნე ზემოქმედებისგან. აკნეს საწინააღმდეგო რუტინა არ იქნებოდა სრულყოფილი მზისგან დამცავი პროდუქტების გარეშე.
ხშირად, სწორედ მზე იწვევს გამონაყარის გააქტიურებას და მის შემდგომ პიგმენტურ ლაქებსაც კი. აკნეს საწინააღმდეგო რუტინაში კი მზისგან დამცავი აუცილებელი კომპონენტია, რადგან სამკურნალო ინგრედიენტები კანს უფრო მოწყვლადს ხდიან მზის სხივების მიმართ.

შეიცავს მინერალურ ფილტრებს. აქვს მატი დაბოლოება და არ შეიცავს კომედოგენურ ინგრედიენტებს. იდეალურია მგრძნობიარე, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. განსაკუთრებით, რეტინოიდებით მკურნალობის პროცესში, როცა კანი გაღიზიანებულია.
შეიცავს ჰიალურონის მჟავას, მწვანე ჩაის და კოფეინს. სწორედ, ამ ეფექტური ინგრედიენტების წყალობით, ის მულტიფუნქციური პროდუქტია და აერთიანებს ანტიოქსიდანტებს, დამატენიანებელს და დამცავს.
გასათვალისწინებელია, რომ ტოვებს ძალიან მსუბუქ თეთრ შეფერილობას.

მათთვის ვინც ქიმიურ ფილტრებს ანიჭებთ უპირატესობას, იდეალური იქნება – Differin Oil Absorbing Moisturizer SPF30. უცხიმო, არაკომედოგენური დამატენიანებელი ასრულებს დამცავის მოვალეობასაც. არის ფართო სპექტრის SPF 30 დამცავი.
დიფერინი იყენებს მიკრო მარგალიტის ტექნოლოგიას, რისი დახმარებითაც პროდუქტი კანზე ჯდება გლუვი დაბოლოვებით და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას.
DIfferin – ის აღნიშნული პროდუქტი არ შეიცავს ცხიმებს, არ ახშობს ფორებს და არის არაკომედოგენური.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.