როგორ აღნიშნეს გაზაფხულის პირველი დღეები წინანდლის მამულში SOLO-სთან ერთად
SOLO თავის მომხმარებლებს ყოველთვის სთავაზობს უნიკალურ და დახვეწილ ღონისძიებებსა თუ შეთავაზებებს. რა თქმა უნდა, 2024 წლის გაზაფხულიც სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო
სასტუმრო ,,რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულმა “ 1-ლი მარტიდან 10 მარტის ჩათვლით სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით დატვირთული პროგრამით უმასპინძლა. პროექტი SOLO და Visa-ს სპონსორობითა და „პორშე ცენტრი თბილისის“ მხარდაჭერით შეიქმნა ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
სწორედ ამიტომ პროგრამა შედგებოდა კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებისგან, რომელთა ფორმა და შინაარსი ქალთა თემატიკითაა შთაგონებული.
10 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიული მამულში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა, დამტკბარიყვნენ კლასიკური მუსიკითა და გემრიელი კერძებით, მოესმინათ საინტერესო სტუმრებისთვის.
ქვემოთ ამ ერთმანეთზე უფრო საინტერესო ღონისძიებების ჩამონათვალს გთავაზობთ:
• 1-ელ მარტს წინანდლის მამულში ფორტეპიანოს საღამო გაიმართა. გაზაფხულის პირველი დღე და კლასიკური მუსიკა არაჩვეულებრივი კომბინაცია აღმოჩნდა სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად.


• 2 და 3 მარტს მოეწყო დედის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგადაღება. სტუმრებს ფოტოები გადაუღო სოფო პაპიაშვილმა, რომლის ფოტოპორტრეტები გამორჩეულია ემოციურობითა და ინდივიდუალური ხედვით.
• 3 მარტს SOLO Talks-ის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის ლექციას დასწრებოდნენ. ნინო მარგველაშვილის სემინარები და ლექციები გამოირჩევა საინტერესო თემებით, სასარგებლო რჩევებით, რომლებიც ემოციური სტაბილურობის მიღწევასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება მსმენელს.
• 8 მარტი წინანდლის მამულში განსაკუთრებულად დატვირთული გამოდგა. დღის განმავლობაში მოეწყო ,,საუბრები ჩაისთან“, შეხვედრას სპეციალური სტუმარი, ნიკოლოზ წულუკიძე, მასპინძლობდა. საღამოს განსაკუთრებული ვახშამით – უგემრიელესი კერძებითა და დახვეწილი მუსიკით დასრულდა.


ვახშმის მენიუზე იზრუნა „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფმა, ირაკლი ასათიანმა, რომელიც სპეციალურად მე-19 საუკუნის ჭავჭავაძეების ოჯახის რეცეპტებით შთაგონებული კერძები შექმნა. გასტრონომიულ საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა, მუსიკალური ნაწილი კი ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, ინოლა გურგულიას შემოქმედებას მიეძღვნა. ინოლა გურგულიას სიმღერები ცოცხლად შეასრულეს თამარ თოლორდავამ, ია და დავით შუღლიაშვილებმა.


• 9 მარტს სტუმრებს სპეციალურ გამაჯანსაღებელ სესიაში მონაწილეობისა და ,,კლასიკურ ჯაზ ტრიოს“ მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ.
რაც ყველაზე მთავარია, SOLO მომხმარებლებისთვის წინანდლის მამულში სპეციალური შეთავაზება მოქმედებდა: SOLO Visa ბარათით გადახდისას სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ 1+1 აქციით სარგებლობა იყო შესაძლებელი.
ასე საინტერესოდ და სასიამოვნოდ შეგიძლიათ აღინიშნა გაზაფხულის დადგომა SOLO-სთან ერთად. SOLO აგრძელებს მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებისა და ღონისძიებების შექმნას და მთელი წლის განმავლობაში კიდევ არაერთ სიურპრიზს გპირდებათ.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.