მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

როგორ შეიძინო ყოველდღიური საყიდლები მარტივად ქეშბექით? - TBC X VELI

news image
mbc image

გიზიარებთ ბლოგს:

თიბისი და ველი შენი საზაფხულო შოპინგისთვის გაერთიანდნენ. 17 აგვისტოს ჩათვლით ველის სრულ ასორტიმენტზე ყოველდღიურად, ყველა შეკვეთაზე 10%-იანი ქეშბექის მიღება შეგიძლია. ახალი თიბისი ბარათით ან / და ერთგული საკრედიტო ბარათით თითოეულ შეკვეთაზე მაქსიმუმ 100 ლარს, ხოლო ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან / და ერთგული საკრედიტო ბარათით - მაქსიმუმ 150 ლარს დაიბრუნებ. 

ყოველდღიური საყიდლების გასამარტივებლად ველიზე ყველაფრის ერთ სივრცეში თიბისის ბარათებით 10%-იანი ქეშბექით შეძენა და საქართველოს ნებისმიერ მისამართზე შენს კართან მიღება შეგიძლია. ფიზიკურ სივრცეებში სხვადასხვა ობიექტებში საყიდლების შეგროვების ნაცვლად, ველიზე ყველა ყოველდღიურად საჭირო ნივთს იპოვი და თან ქეშბექით ყველა შეკვეთაზე 150 ლარამდე თანხას დამატებით დაზოგავ. 

რას შეიძენ ველიზე ქეშბექით?

სილამაზისა და თავის მოვლის ყოველდღიური საშუალებები

მომხმარებლების რჩეულ თავის მოვლის საშუალებებს ველიზე სილამაზე & მოვლის კატეგორიაში აღმოაჩენ სადაც სახის, თმის, სხეულის, პირის ღრუს მოვლისა და ყოველდღიური ჰიგიენური საშუალებები დაგხვდება. 


სახლის ყოველდღიური სისუფთავისთვის

 

სახლის მოვლის ყოველდღიური საშუალებების მომარაგება ხშირად დიდი ზომის, მძიმე ჩანთების ტარებასთან ასოცირდება, რადგან პროდუქტები ძირითადად მოცულობითია და მათი შევსებაც ერთდროულად არის არის ხოლმე საჭირო. ველიზე სახლის მოვლის ბესტსელერი პროდუქტების შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია და შენს შეკვეთას კართან მიიღებ.


ყოველდღიური პროდუქტები ბავშვებისთვის

მშობლებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია ონლაინ ველიზე შოპინგი, განსაკუთრებით როცა საბავშვო პროდუქტებთან ერთად სხვა ნივთების მარაგიც შესავსებია და ამისთვის სხვადასხვა ობიექტში პროდუქტების მოძიებაზე დროის დახარჯვა საჭირო არ არის. 

მშობელი & ბავშვის კატეგორიაში საბავშვო საკვებს, მოვლის საშუალებებს, აქსესუარებსა და ინვენტარს იპოვი, რომლებსაც ყოველდღიურად ათასობით მშობელი ირჩევს. 

ცხოველების მოვლა

შინაური ცხოველებისთვის საკვების დიდი შეფუთვებით შეძენა ყოველთვის უფრო ბიუჯეტური არჩევანია, ვიდრე მცირე ოდენობებით მარაგის ხშირად შევსება, თუმცა მძიმე წონის სახლამდე მიტანა დისკომფორტთან არის დაკავშირებული. 

ველიზე ცხოველების მოვლის კატეგორიაში უმაღლესი ხარისხის საკვების მრავალფეროვან არჩევანს აღმოაჩენ, ასევე კატის ქვიშას, ჰიგიენაზე ზრუნვის საშუალებებსა და რა თქმა უნდა, სათამაშოებს.

 ჭკვიანურად შოპინგისთვის კი ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების შესაძენად სპეციალურად ამ დანიშნულების ობიექტში ვიზიტი არ გჭირდება - ველიზე ყველა სხვა ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებთან ერთად, შინაური ცხოველების საყვარელ ნივთებსაც შეიძენ. 


სასმელი & ბარის აქსესუარები

როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური სასმელებისა და ბარის აქსესუარების შეძენა 10%-იანი ქეშბექით ველიზე ყოველდღე შეგიძლია. მოიმარაგე წყალი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, სასმელი საზაფხულო შეკრებისთვის თუ ერთჯერადი ჭურჭელი კომფორტისთვის ონლაინ. 

ყოველდღიური ნივთები ავტომობილისთვის

კომფორტული მგზავრობისთვის ველიზე ინვენტარისა და ექსტერიერისთვის განკუთვნილ ნივთებს იპოვი, რომლებიც ავტომობილის სისუფთავისა და მგზავრობის გამარტივებაში დაგეხმარება. 

შეარჩიე ყველაფერი ერთ სივრცეში და დაიბრუნე 10% ყოველდღე, ყველა შეკვეთაზე ახალი თიბისი ბარათით ან / და ერთგული საკრედიტო ბარათით - 100 ლარამდე, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან / და ერთგული საკრედიტო ბარათით - 150 ლარამდე.

 
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა