რომელი ავიაკომპანიაა უფრო ბიუჯეტური – Ryanair vs Wizz Air
ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების, Ryanair-ისა და Wizz Air-ის მარშრუტების ქსელები სულ უფრო მეტად იკვეთება, რაც დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს უფრო ძლიერ კონკურენციას აიძულებს.
ამის წყალობით კი მგზავრებს სულ უფრო მეტად ხშირად შეუძლიათ სპეციალური შეთავაზებებითა და აქციები ისარგებლონ.
ბილეთის ფასი:
მგზავრებს შეიძლება შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ Ryanair-ის ბილეთები უფრო იაფია, რადგან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია გთავაზობთ ბილეთს მინიმუმ 10 ევროდ ათობით მიმართულებამდე.
თუმცა, ფაქტობრივად, ბილეთის საშუალო ფასი უფრო დაბალი შესაძლოა, Wizz Air-ის მაგალითზე იყოს, რომელიც ერთი მგზავრისთვის 45,1 ევროს შეადგენს. იგივე შეთავაზება აქვს Ryanair-ს ერთ მგზავრზე.
დამატებითი სერვისები
მიუხედავად იმისა, რომ Wizz Air-ი საშუალოდ უფრო იაფ ბილეთებს ყიდის, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ანაზღაურებს დაკარგულ შემოსავლებს დამატებითი სერვისების გაყიდვით.
შედეგად, Wizz Air თითოეულ მგზავრზე ყიდის დამატებით მომსახურებას 35,9 ევროდ. Ryanair ამ მაჩვენებლით ერთნახევარჯერ ჩამორჩება კონკურენტს, დამატებითი სერვისების გაყიდვიდან კომპანია 23,3 ევროს იღებს თითოეულ მგზავრზე.
ორივე ავიაოპერატორს აქვს დამატებითი სერვისების გრძელი სია. მგზავრებმა უნდა გადაიხადონ მეტი ხელბარგის საფასური, აირჩიონ ადგილი თვითმფრინავში. ამავდროულად, მომსახურების ფასი შეიძლება იყოს მცურავი – მაღალი მოთხოვნის მქონე ფრენებზე მომსახურება უფრო ძვირი დაჯდება.
ფრენის მთლიანი ღირებულება
ბილეთის საბაზისო ფასსა და დამატებითი სერვისების ფასს თუ დავამატებთ, გამოდის, რომ Ryanair-ის მგზავრი საშუალოდ 72,4 ევროს იხდის ფრენაში, Wizz Air-ის მომხმარებელი კი 81 ევროს.
ფრენის საერთო ფასი Wizz Air-ისთვის უფრო ძვირია, თუმცა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას Ryanair-თან შედარებით საშუალო ბილეთის ფასი უფრო დაბალი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მგზავრს, რომელიც არ ყიდულობს დამატებით სერვისებს, აქვს შანსი Wizz Air-ით იაფად იფრინოს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.