მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 18 - 19 მაისი

news image
mbc image

Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გიზიარებთ biletebi.ge-ს სრულ აფიშას, სადაც შეძლებთ გართობას: 

 

 

 

 

Poster

18 მაის 20:00

გზაჯვარედინი | მამბერი "მგელთა მბრძანებელი"

ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი

Poster

18 მაის 20:00

„მედეა“

თბილისის თანამედროვე ბალეტი

Poster

19 მაის 18:00

რეზო და ბავშვები ბარსელონაში

რეზო & ბავშვები

Poster

19 მაის 19:00

ოსტატი და მარგარიტა

Mesmis

Poster

19 მაის 20:00

„მედეა“

თბილისის თანამედროვე ბალეტი

Poster

19 მაის 20:00

კურტ ელინგი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

კახიძის მუსიკალური ცენტრი

Poster

19 მაის 20:00

Rock hits on the saxophone in Batumi

Belsky Events

Poster

20 მაის 19:00

სუხიშვილები.

სუხიშვილები

Poster

20 მაის 19:00

კახა ცაბაძის საიუბილეო საღამო

არტ პლიუსი

Poster

20 მაის 20:00

ფოლკლორული ანსამბლი "სახიობა" სოლო კონცერტი

ანსამბლი ,,სახიობა''

Poster

21 მაის 19:00

სუხიშვილები.

სუხიშვილები

Poster

21 მაის 19:00

ჩხიკვთა ქორწილი

Tbilisi State Ballet School

Poster

22 მაის 19:00

სუხიშვილები.

სუხიშვილები

Poster

23 მაის 19:00

AKON

Tbilisi Arena • May 23

Poster

23 მაის 19:00

ალექსანდრე კორსანტიას სოლო კონცერტი

არტ პლიუსი

Poster

24 მაის 19:00

ზაზა მამალაძე

ზაზა მამალაძე

Poster

25 მაის 20:00

ანჟელიკ კიჯო “აფრიკული სიმფონია“

კახიძის მუსიკალური ცენტრი

Poster

27 მაის 19:00

გაზაფხულიდან - გაზაფხულამდე

ანსამბლი იალონი

Poster

28 მაის 19:00

სალოტბარო სკოლების გალა - კონცერტი

ხალხური საღამოები

Poster

28 მაის 20:00

ია ნინიძის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა

ია ნინიძე

Poster

28 მაის 20:00

მარკ-ანდრე ჰამელინი

TBILISI PIANO FESTIVAL

Poster

29 მაის 20:00

გერშვინის მუსიკის საღამო

TBILISI PIANO FESTIVAL

Poster

30 მაის 20:00

პედრო მარტინსის ჯგუფი

Tbilisi Rhythm festival

Poster

31 მაის 19:00

ლია ახეჯაკოვა-ჩემი შვილიშვილი ბენჟამინი

GS Promotion

Poster

31 მაის 20:00

,,ერთად საქართველოსთვის" ქართულ-ოსური საღამო

ანსამბლი ნართები

Poster

31 მაის 20:00

ნიკოლოზ ნამორაძე

TBILISI PIANO FESTIVAL

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image ბიზნესის გაფართოება სესხით – როდის არის ეს სწორი არჩევანი?

31.08.2025.14:00

ბიზნესის გაფართოება ხშირად იმ მომენტიდან იწყება, როცა არსებული რესურსები კომპანიის ზრდის პოტენციალს ვეღარ უმკლავდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება, მომხმარებლების რაოდენობა მატულობს, მოთხოვნა იზრდება, მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურა, აქტივები და კაპიტალი ვეღარ პასუხობს ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ დროს ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: ღირს თუ არა სესხის აღება და თუ – კი, მაშინ როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს ისე, რომ სესხი განვითარების მასტიმულირებელი ფაქტორი გახდეს და არც დამატებითი ტვირთი.

ასეთ დროს, პირველი ნაბიჯი ყოველთვის საჭიროების შეფასებაა. ზუსტად უნდა იცოდეთ, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ გაფართოება. იქნება ეს ახალი ფილიალის გახსნა, წარმოების მოცულობის გაზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი სერვისების დამატება, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა თუ სხვა. მოგეხსენებათ, ბიზნესში წარმატების წინაპირობა მკაფიო და რეალისტური სტრატეგიის ქონაა. თუ ამ ფუნდამენტურ შეკითხვაზე პასუხი მკაფიო და რაციონალურია, მაშინ სესხის აღება სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს.

განვითარების სტრატეგიის დასახვის შემდეგ, აუცილებელია ზუსტად განსაზღვროთ, რა ოდენობის თანხა გჭირდებათ მიზნის მისაღწევად და როგორ გამოიყენებთ მას. ზედმეტი თანხის აღება ისეთივე არასწორია, როგორც ნაკლების, რადგან ორივე შემთხვევაში წარუმატებლობის რისკები იზრდება. ამიტომაც უნდა გააკეთოთ დეტალური ბიუჯეტი, სადაც გაწერილი იქნება თითოეული ხარჯი: შესყიდვებიდან დაწყებული, მარკეტინგული აქტივობებით, საოპერაციო ხარჯებით და პერსონალის მომსახურებით დამთავრებული.

ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბანკისთვის სწორად მომზადებული ბიზნესგეგმის წარდგენა. როგორც წესი, ბიზნესგეგმა კომპანიის საქმიანობის აღწერას, პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალს, ბაზრის ანალიზს, კონკურენტულ უპირატესობებს, გაყიდვების პროგნოზებს, ხარჯების სტრუქტურას და სესხის გამოყენების სქემას მოიცავს. ბიზნესგეგმის მიზანია არა მხოლოდ ბანკის დარწმუნება, არამედ თქვენი საკუთარი ხედვის განმტკიცება, რათა ზუსტად იცოდეთ, რა ნაბიჯებს გადადგამთ მიღებული დაფინანსებით. თუკი ბიზნესგეგმა არ გაქვთ, მის მომზადებაში საქართველოს ბანკი დაგეხმარებათ, რომლის გუნდი ნებისმიერ დროს მზად არის, გაგიწიოთ რეკომენდაციები, მოგცეთ საჭირო რჩევები და წარმატებით მიგიყვანოთ დასახულ მიზნამდე.

გასათვალისწინებელია, რომ სესხის მოთხოვნამდე სასურველია ფინანსური ისტორიის შემოწმება და მისი ოპტიმიზაცია. მაგალითად, საქართველოს ბანკი ყურადღებას აქცევს კომპანიისა და მეწარმის საკრედიტო პროფილს, წარსულ ვალდებულებებსა და მათი მომსახურების ხარისხს. თუ წარსულში დაფიქსირდა გადახდის დაგვიანება ან სხვა ფინანსური დარღვევა, სასურველია, რომ ეს საკითხები წინასწარ მოგვარდეს. როგორც წესი, დავალიანებების დაფარვა, მიმდინარე ვალდებულებების შემცირება და საბანკო ანგარიშების გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად ზრდის ახალი სესხის დამტკიცების შანსს.

უშუალოდ სესხის მიღების პროცესი საქართველოს ბანკში მაქსიმალურად მოქნილი და სწრაფია. ბანკი არამხოლოდ აფინანსებს ბიზნესს, არამედ გეხმარებათ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, გიწევთ კონსულტაციას და გიზიარებთ რეკომენდაციებს, რათა თქვენი განაცხადი მაქსიმალურად მყარი იყოს და მიღებული დაფინანსება სწორად გამოიყენოთ.

თანაც, საქართველოს ბანკი ბიზნესის საჭიროებებსა და შემოსავლის სტრუქტურას ზუსტად ერგება. ის გთავაზობთ მოქნილ გადახდის გრაფიკს, რომელშიც ყოველთვიური გადახდები მორგებულია ბიზნესის შემოსავლებსა და სეზონურობაზე. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით სესხის ძირზე, რაც დამატებით მოქნილობას იძლევა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი წვდომას გაძლევთ საკრედიტო ხაზზე, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი კაპიტალისა და ყოველდღიური საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად. ეს მექანიზმი განსაკუთრებით გამოსადეგია იმ დროს, როცა საჭიროა სწრაფი წვდომა კაპიტალზე, რათა ბიზნესმა შეუფერხებლად იმუშაოს და განვითარება არ შეწყვიტოს.

საერთო ჯამში, ბიზნესის გაფართოებისთვის სესხის აღება სწორი არჩევანია მაშინ, როცა ყოველი დახარჯული ლარი სამომავლო პერსპექტივაში განხორციელებულ ინვესტიციას წარმოადგენს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სესხი მხოლოდ ფინანსური ვალდებულება კი არა, განვითარების სტრატეგიული ინსტრუმენტია. თუ მას სწორად გამოვიყენებთ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ის შეიძლება თქვენი კომპანიის ტრანსფორმაციის ფუნდამენტად იქცეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა