მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 18 - 19 ნოემბერი

news image
mbc image

Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.

 

 

„გიორგობისთვე“ წინანდლის მამულში

მთელი ნოემბრის განმავლობაში წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ განსაკუთრებულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს. 

ღონისძიებების გენერალური პარტნიორები არიან SOLO და Visa. ღონისძიების მხარდამჭერია Lexus საქართველო.

გაეცანით „გიორგობისთვის“ პროგრამას:

• 11 ნოემბერი: თეატრი ათონელზე - სპექტაკლი „მზის ხაზი“; 

• 12 ნოემბერი: ნინო კასრაძის იმპროვიზირებული წარმოდგენა „საუბრები ესმა ონიანზე“;

• 17 ნოემბერი: დავით გორგილაძის ინტერვიუ სპეციალურ სტუმართან ლაივ აუდიტორიის წინაშე;

• 18 ნოემბერი: წინანდლის მუზეუმის საგამოფენო სეზონის გახსნა;

უტა ბექაიას თეატრალიზებული პერფორმანსი; 

ფილმის ჩვენება მერაბ კოკოჩაშვილთან ერთად.

• 23 ნოემბერი: უნიკალური გასტრონომიული ღონისძიება - ჭავჭავაძისეული სუფრა შეფ ირაკლი ასათიანის შესრულებით;

• 24 ნოემბერი: ნიკოლოზ წულუკიძის ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო;

ფორტეპიანოს საღამო გიგი პიანომენთან ერთად.

• 25 ნოემბერი: National Geographic საქართველოსა და სილქნეტის შემეცნებითი შეხვედრა დათო ტურაშვილთან.

„ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრის კონცერტი.

 

ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ SOLO Visa ბარათის მომხმარებლებისთვის.

ასევე შესაძლებელია სასტუმროსა და ღონისძიების ერთიანი ნაკრების შეძენა. SOLO Visa ბარათის მომხმარებლებისთვის ნაკრებზე მოქმედებს 20%-იანიფასდაკლება.

90 - იანების წვეულება ვილა მოსავალში!

ჩაინიშნე 18 ნოემბერი ბავშვობის ტკბილი მოგონებების გასახსენებლად ყველასათვის საყვარელ მუსიკოსებთან და მომღერლებთან ერთად!

საღამოს მთავარი შოუ:

მერაბ სეფაშვილი

ქუჩის ბიჭები

აჩიკო მეფარიძე

თამუნა ამონაშვილი

ზუკა ხუციშვილი

თიკა ჯამბურია

წამყვანები:

ხატია შამუგია და ნიკა ლომიძე

ღონისძიებაზე მოსულ ყველა სტუმარს საშუალება ექნება მიიღოს გათამაშებაში მონაწილეობა. გათამაშების გამარჯვებულები ღონისძიების დასრულებამდე გამოვლინდებიან.

ღონისძიებაზე დაგეგმილია 90 - იანების გასართობი აქტივობები, შეჯიბრი ჯეირანში, წეროებში და სხვ.

სტანდარტული ბილეთით სტუმარს შეეძლება ისარგებლოს საერთო საცეკვაო სივრცით, ბარითა და ფუდ კორტებით. ასევე, მიიღოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მონაწილეობა.

სტუმარს სტანდარტული ბილეთის შეძენის გარდა შეუძლია, დაჯავშნოს მაგიდა მინიმუმ 5 პერსონაზე და ზევით. მაგიდის საფასურში კერძებთან და სასმელთან ერთად გათვალისწინებულია ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთებიც.

*გაითვალისწინეთ, მაგიდების რაოდენობა შეზღუდულია.

ღონისძიებაზე მოეწყობა 90 - იანების ნივთებისა და არტეფაქტების გამოფენა.

სურვილისამებრ, ღონისძიების დასრულებამდე, სტუმარს შეუძლია საგამოფენო სივრცეში წარმოადგინოს თავისი ნივთი და ასე გაუზიაროს ბავშვობა-ახალგაზრდობის მოგონებები სხვებს.

KIBE // CUBE: DELANO LEGITO // LILITH. // HIGHLIMITER

18 ნოემბერს კლუბის პატარა ოთახი CUBE ნიდერლანდებში მცხოვრებ დიჯეისა და პროდიუსერს, ლეიბლისა და ღონისძიებების სერიის De Missie დამფუძნებელსა და რეზიდენტს DELANO LEGITO უმასპინძლებს. მასთან ერთად სცენას გაიზიარებენ ადგილობრივი შემსრულებლები: ბერლინში მოღვაწე არტისტი LILITH და ახალგაზრდა, სწრაფად პროგრესირებადი დიჯეი და პროდიუსერი - HIGHLIMITER.

SATURDAY JAZZ JAM SESSION WITH RESO KIKNADZE QUARTET

შაბათს არტერიაში ჯაზის ჯემ სესია რეზო კიკნაძის კვარტეტთან ერთად 

• რეზო კიკნაძე 

• ლაშა დეისაძე 

• გიორგი სამსონაძე 

• გიორგი მელიქიშვილი 

დრო: 21:00

მისამართი: ნ.ბარათაშვილის 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

WEEKEND
image FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა

30.08.2025.12:00

ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.

პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.

ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.

პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.

განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა